გათბობა-გაგრილების სისტემების თანამედროვე ტექნოლოგია შენობის შიდა სივრცეებში იდეალურ მიკროკლიმატს განაპირობებს და კომფორტულ, უსაფრთხო გარემოს გვიქმნის. HVAC სისტემა, რაც იშიფრება როგორც: გათბობა- ვენტილაცია- გაგრილება (Heating/ Ventilation/Air Conditioning), შიდა გარემოში ახდენს საჭირო რაოდენობის გაფილტრული, სუფთა ჰაერის მიწოდებას და სასურველი ტენიანობის შენარჩუნებას.
მიუხედავად აღნიშნული სისტემების მნიშვნელოვანი როლისა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ზოგჯერ არასწორი წარმოდგენა გვექმნება მათ ფუნქცია-მოვალეობებზე. ეს კი, დაბნეულობას და გაუგებრობას იწვევს. მაგალითად აზრთა სხვადასხვაობაა როგორ შევინარჩუნოთ სისტემის სწორი, ეფექტური მუშაობა, ავირიდოთ უფრო მაღალი კომუნალური გადასახადები და გავზარდოთ დანადგარის სიცოცხლის ხანგრძლივობა… მოდით მათზე რამდენიმე ცრუ წარმოდგენა განვიხილოთ:
- ,,ტემპერატურის სწრაფი ცვლილება არ აჩქარებს პროცესს“
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წარმოდგენა ტემპერატურის მართვის პანელს ეხება. ბევრს სჯერა, რომ პანელის პარამეტრების მკვეთრი შეცვლა უფრო სწრაფად გაათბობს ან გააგრილებს შენობას. თანამედროვე HVAC სისტემები შექმნილია ისეთი ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ და ეფექტურ მიდგომას სასურველი ტემპერატურის მისაღწევად. მართვის პანელის დახმარებით, ტემპერატურის ხშირი გაზრდა ან შემცირება მხოლოდ აიძულებს სისტემას იმუშაოს ზედმეტი დატვირთვით, მაგრამ არა უფრო სწრაფად, რაც იწვევს ენერგიის არასაჭირო მოხმარებას და სისტემის ორმაგ დატვირთვას.
2. ,,არ არის საჭირო ფილტრის ხშირი შეცვლა-გასუფთავება“
ბევრი მიიჩნევს, რომ HVAC დანადგარებზე ფილტრის შეცვლა წელიწადში ერთხელ სრულიად საკმარისია. რადგან ფილტრები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჰაერის ხარისხისა და სისტემის ეფექტურობის შენარჩუნებაში, უფრო ინტენსიური მოვლა არ აწყენთ. კონკრეტული სისტემის, შენობის ფართობის და ჰაერის ხარისხის მიხედვით, უმჯობესია ფილტრები შეიცვალოს ყოველ 30-დან 90 დღეში ერთხელ. ეს ხელს შეუშლის ჰაერის ნაკადის შეზღუდვას და სისტემის გაუმართაობის რისკს შეამცირებს. რაც შეეხება გასუფთავებას, ეს დამოკიდებულია გარემო-პირობებზე: ეკოლოგიურად რამდენად სუფთა ან დაბინძურებულია გარემო (შესაძლოა საჭირო გახდეს თვეში ერთხელ ან 5 თვეში ერთხელ გასუფთავება).
3. ,,ვენტილაციის ხშირი ჩართვა-გამორთვა ენერგოეფექტურია“
მსგავსი წარმოდგენაც, რომ ვენტილაციის ხშირი ჩართვა-გამორთვა ენერგოეფექტურია, არ შეესაბამება სინამდვილეს. ვენტილაცია უმჯობესია ჩართული იყოს მუდმივად. თანამედრო სავენტილაციო სისტემებს გააჩნიათ პასიური და აქტიური რეჟიმები. მაგალითად ოფისში დღის მანძილზე, შეგვიძლია სისტემა გამორთვის გარეშე გვქონდეს აქტიურ რეჟიმზე და არასამუშაო დროს გადავიყვანოთ პასიურზე. შენობა ინარჩუნებს შექმნილ კლიმატს და სისტემაც უფრო ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანია.
4. ,,ჭერის ვენტილატორი ამცირებს ტემპერატურას“
არასწორია წარმოდგენა, რომ ჭერის ვენტილატორი აგრილებს ოთახს. ის მშვენიერია ჰაერის ცირკულაციისთვის, მაგრამ არ არის შექმნილი სივრცის გაგრილებისთვის. რეალურად არ ამცირებს ოთახის ტემპერატურას. მისგან შექმნილი ქარის ეფექტი, სიგრილის შეგრძნებას იწვევს. ის ყველაზე ეფექტურია, როდესაც სხვა HVAC სისტემასთანაა ინტეგრირებული და არა, როგორც დამოუკიდებელი გაგრილების გადაწყვეტა.
5. ,,არ სჭირდება მოვლა, ისედაც მუშაობს“
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ მათ სახლში HVAC სისტემა კარგად მუშაობს, მას სულაც არ სჭირდება მოვლა. სინამდვილეში კი, დანადგარების რეგულარული მოვლის რუტინა აუცილებელია ეფექტურობის გასაზრდელად, დაზიანებისგან თავის ასაცილებლად და სისტემის სიცოცხლისუნარიანობის გასაზრდელად. პროფესიონალის მიერ, ყოველწლიურმა გეგმიურმა შემოწმებამ, შეიძლება გადაგვარჩინოს გართულებებს და საგრძნობლად დაგვიზოგოს ხარჯი.
6. ,,მეტი ყოველთვის უკეთესია“
რწმენა, რომ უფრო დიდი და მასიური HVAC სისტემა უკეთ მუშაობს, ვიდრე შესაბამისი ზომის, არასწორია. სისტემა, რომელიც ძალიან დიდია თქვენი სივრცისთვის, უფრო ხშირად ჩაირთვება და გამოირთვება, რაც არაეფექტურია და მისი შემადგენელი ნაწილებიც სწრაფად გაცვდება. შესაბამისი ზომის დანადგარი კი, მუდმივად ჩართულ რეჟიმში სასურველი ტემპერატურის შესანარჩუნებლად უკეთ იმუშავებს. მთავარია, იპოვოთ სისტემა, რომელიც შეესაბამება თქვენს სივრცეს, ეს უზრუნველყოფს ოპტიმალურ მუშაობას და კომფორტს.
ჭკვიანურად გაკეთებული არჩევანი, დაგიზოგავთ თანხებს და უფრო კომფორტულს და მოსახერხებელს გახდის თქვენს ყოველდღიურობას. პროფესიონალთა დახმარებით, შეგიძლიათ მიიღოთ ხარისხიანი მომსახურება, დანერგოთ სისტემები სწორად და შეინარჩუნოთ მათი ეფექტური ფუნქციონირება. კომპანია ,,ვერგე“ დაგეხმარებათ HVAC-სისტემის როგორც პროექტირებასა და ინსტალაციაში, ასევე შემდგომ მომსახურებაში.
რამდენად მნიშვნელოვანია HVAC სისტემის რეგულარული მოვლა გაეცანით ამ ბმულზე
შენობის ვენტილაციის სისტემებზე ისტორიული რაკურსი კი, შეგიძლიათ ნახოთ ამ სტატიაში