,,ვერგემ“ რეგიონის წამყვან სამშენებლო გამოფენაზე HYC-ის პროდუქცია წარადგინა

კომპანია ,,ვერგემ” წარმატებით დაასრულა მონაწილეობა 30-ე ყოველწლიურ მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენაში – Caucasus Build 2025. 

ღონისძიება ექსპოჯორჯიაში გაიმართა 25-27 აპრილს. სტუმრებს ადგილზე გავაცანით ჩვენი პარტნიორი ბრენდის HYC-ის პროდუქცია (გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემები), გავუზიარეთ ინფორმაცია შესრულებულ პროექტებზე და ახალ პარტნიორულ ურთიერთობებზე გეგმებიც დავსახეთ. ასევე, გამოფენის სტუმრებმა ისარგებლეს ფასდაკლებებითა და სპეციალური შეთავაზებებით.

წლევანდელ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა 200-მდე ქართული თუ საერთაშორისო კომპანია.

შეგახსენებთ, რომ კომპანია ,,ვერგე“ 2023 წლიდან, HYC-ის ოფიციალური პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.  HYC მოღვაწეობს 25 წელზე მეტია როგორც ინდუსტრიული, ისე საყოფაცხოვრებო მიმართულებებით გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემების წარმოებაში და პროდუქციას მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. გაეცანით უფრო ვრცლად აქ.

გამოფენის შესახებ:

მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build, ექსპოჯორჯიას ყველაზე მასშტაბური, წამყვანი გამოფენაა, რომელსაც 28 წელია ეწყობა და რომლის მიზანიც სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. ამ ხნის მანძილზე ღონისძიება ჩამოყალიბდა, როგორც უნიკალური პლატფორმა, სადაც ადგილობრივ და უცხოურ მონაწილე კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, უშუალოდ გამოფენის ფარგლებში დაამყარონ სარფიანი პარტნიორული ურთიერთობები, გაეცნონ ბაზრის სიახლეებს, დაესწრონ საინტერესო თემატურ ღონისძიებებს, მიიღონ მონაწილეობა B2B შეხვედრებში, შეხვდენენ და ხმა მიაწვდინონ ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს და გააფართოვონ გაყიდვების გზები.

რეგიონის წამყვანი სამშენებლო გამოფენა მონაწილეებისა და სტუმრებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა აღმოაჩინონ ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც განსაზღვრავს კავკასიის რეგიონის სამშენებლო ინდუსტრიის მომავალს და გახსნან ახალი გზები მუდმივად განვითარებად სამშენებლო ბაზარზე.

Share
Share
Share
Share
Share

ბლოგი

ენერგოეფექტურობა შენობებში: პრაქტიკული MEP საინჟინრო მიდგომები

გაიგე, როგორ ამცირებს MEP საინჟინრო სისტემების სწორი დაგეგმვა შენობების ენერგომოხმარებას, ოპერაციულ ხარჯებს და აუმჯობესებს გარემოსდაცვით მაჩვენებლებს. ენერგოეფექტურობა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.  განსაკუთრებით აქტუალურია ეს

განათება ინდუსტრიულ ობიექტებში

როგორ მოვაწყოთ განათება ინდუსტრიულ ობიექტებში?

ამ ბლოგში მოგიყვებით როგორი უნდა იყოს განათება ინდუსტრიულ სივრცეებში. ისეთ სივრცეებში როგორიც არის ქარხანა, გადამამუშავებელი ობიექტი, სახელოსნო, საწყობი და სხვა, სათანადო განათების გარეშე მუშაობა შეუძლებელია.