,,ვერგე” სამხრეთ კავკასიაში HYC-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

შპს ,,ვერგემ“ ჩინურ ბრენდ HYC-თან ექსკლუზიური თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად ჩვენი კომპანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზე HYC-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.

კომპანია 1999 წლიდან მოღვაწეობს როგორც ინდუსტრიული, ისე საყოფაცხოვრებო მიმართულებებით გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემების წარმოებაში, მათ გაყიდვებსა და შემდგომ მომსახურებაში.

ჩინურმა კომპანიამ, რომლის საქმიანობა 24 წელზე მეტს ითვლის, მომხმარებელთა ნდობა მაღალტექნოლოგიური წარმოებითა და პროფესიონალური მომსახურებით დაიმკვიდრა. HYC-ის პარტნიორების რიცხვი საკმაოდ დიდია, ხოლო მათი პროდუქცია მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში არის წარმოდგენილი.

საწარმოს გავლილი აქვს აკრედიტაცია და ფლობს შემდეგ სერტიფიკატებს: ISO, CQC, CCC, OHSAS და ა.შ. მომხმარებელზე მორგებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილების შეთავაზებით, ის მუდმივად ინარჩუნებს ჯანსაღ, სტაბილურ და მდგრად განვითარებას.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, შპს ,,ვერგეს“ წარმომადგენლობა პარტნიორ კომპანიას ქალაქ ცინგტაოში (Qingdao) ეწვია და ადგილზე გაეცნო პროდუქციის სრულ ასორტიმენტს და უშუალოდ წარმოების პროცესს.

 

Share
Share
Share
Share
Share

ბლოგი

HVAC ტერმინოლოგია კომერციული პროექტებისთვის

HVAC სისტემების 30 ძირითადი ტერმინი ქართულად – გაიგე როგორ მუშაობს FCU, AHU, VRF და სხვა ტექნოლოგიები კომერციული პროექტებისთვის საქართველოში. ბლოგი განკუთვნილია ინჟინრებისთვის, არქიტექტორებისთვის, MEP კონსულტანტებისთვის

კასეტური ფანკოილები თანამედროვე შენობებში

,,ვერგე“ გთავაზობთ საუკეთესო HVAC გადაწყვეტილებებს. ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი ვარიანტი ჩვენს კატალოგში (პარტნიორი ბრენდის HYC-ის პროდუქცია) კასეტური ფანკოილია (FCU). თუ შენობაში გსურთ სივრცის ეკონომია და კომფორტი