,,ვერგე” მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ცნობილ გამოფენას ესტუმრა

კომპანია ,,ვერგე“ ჩინეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ცნობილ გამოფენას ესტუმრა.

იმპორტისა და ექსპორტის გამოფენა ე.წ. კანტონის ბაზრობა, წარმოადგენს უძველეს და ყველაზე წარმომადგენლობით სავაჭრო ბაზრობას ჩინეთში. ის 1957 წლიდან ეწყობა და სტუმრებს ყოველწლიურად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე მასპინძლობს. შთამბეჭდავი ისტორიით და განსაცვიფრებელი მასშტაბით, ღონისძიება მთელი მსოფლიოდან იზიდავს ვიზიტორებსა და მონაწილეებს და წარმოქმნის ბიზნეს გარიგებების უზარმაზარ ცენტრს ჩინეთში.

რიგით 134-ე კანტონის გამოფენა (China Import And Export Fair Since 1957- Canton Fair 134th) ტრადიციულად გუანდონის პროვინციაში, ქალაქ გუანჭოუში მოეწყო (Guangzhou). ის Guangzhou Canton Fair Complex- ში 15 ოქტომბერს გაიხსნა.

წლევანდელი ბაზრობის მასშტაბები კიდევ უფრო გაფართოვდა. უპრეცენდენტოდ გაიზარდა საგამოფენო სივრცეები (როგორც ეროვნული ასევე საერთაშორისო პავილიონების რაოდენობა და ტერიტორია) ასევე მონაწილეებისა და სტუმრების რიცხვი.

,,ვერგეს“ სტუმრობა აღნიშნულ ღონისძიებაზე საინტერესო აღმოჩნდა რამდენიმე მიმართულებით. ადგილზე გავეცანით ჩინეთის ყოველმხრივ სწრაფად განვითარებად ბაზარზე მნიშვნელოვან სიახლეებსა და ტენდენციებს (გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიებს). შევიძინეთ ახალი კონტაქტები და დავისახეთ სამომავლო გეგმები, რაც აუცილებლად აისახება კომპანიის საქმიანობაში.

Share
Share
Share
Share
Share

ბლოგი

HVAC სასტუმროებისთვის

საქართველოს კონკურენტუნარიან სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, უმაღლესი დონის გამოცდილების უზრუნველყოფა სტუმრებისთვის  და ოპერაციული ხარჯების მართვა, მეტად მნიშვნელოვანია. სასტუმროებისთვის, ჰოსტელებისთვის და მრავალბინიანი საცხოვრებლებისთვის სწორი HVAC სისტემის შერჩევა სტრატეგიული

გათბობა და გაგრილება ბიზნესისთვის

Verge ნერგავს ტექნოლოგიურად გამართულ და ენერგოეფექტურ HVAC სისტემებს – გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია და სრული MEP ინტეგრაცია ერთიან საინჟინრო ჩარჩოში. ჩვენი მიზანია სხვადასხვა ბიზნესისთვის შევქმნათ ისეთი