HEATEC-ზე ,,ვერგე“ გათბობის სისტემების უახლეს ტენდენციებს გაეცნო

კომპანია ,,ვერგეს“ ხელმძღვანელობა ჩინეთში, შანხაიში საერთაშორისო გამოფენას სტუმრობდა.

 HEATEC – შანხაის საერთაშორისო გამოფენაა გათბობის სისტემების მიმართულებით. ეს არის თანამედროვე პლატფორმა, რომელიც ინდუსტრიის უახლეს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს მთელი მსოფლიოდან უყრის თავს (Shanghai International Exhibition on Heating Technology).

გამოფენა მეცხრამეტედ ჩატარდა შანხაის მსოფლიო ექსპოს საგამოფენო და საკონფერენციო ცენტრში (Shanghai World Expo Exhibition & Convention Center (SWEECC). ღონისძიება ვიზიტორებსა და მონაწილეებს 31 ივლისიდან 2 აგვისტომდე მასპინძლობდა.

ფართომასშტაბიან ექსპოზე წარმოდგენილი იყო სამრეწველო და კომერციული მომხმარებლისთვის გათბობის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი პროდუქტები, რაც ორიენტირებულია უსაფრთხო, გარემოსდაცვით, ენერგოეფექტურ მიზნებზე.

,,ვერგეს“ წარმომადგენლობა სხვა სტუმრებთან ერთად, სფეროს სიახლეებს, გამოწვევებსა და ტენდენციებს ადგილზე გაეცნო და სამომავლო მიზნებიც დასახა.

Share
Share
Share
Share
Share

ბლოგი

mep პროექტირება მაღალსართულიან შენობებეში

MEP სისტემების პროექტირება მრავალსართულიან შენობებში

როგორ დავგეგმოთ ეფექტურად MEP სისტემები მრავალსართულიანი შენობებისთვის? რათა შევქმნათ ეფექტური, უსაფრთხო და მდგრადი გარემო, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი? მრავალსართულიანი შენობები

,,ვერგემ“ რეგიონის წამყვან სამშენებლო გამოფენაზე HYC-ის პროდუქცია წარადგინა

კომპანია ,,ვერგემ” წარმატებით დაასრულა მონაწილეობა 30-ე ყოველწლიურ მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენაში – Caucasus Build 2025.  ღონისძიება ექსპოჯორჯიაში გაიმართა 25-27 აპრილს. სტუმრებს ადგილზე გავაცანით ჩვენი