HEATEC-ზე ,,ვერგე“ გათბობის სისტემების უახლეს ტენდენციებს გაეცნო

კომპანია ,,ვერგეს“ ხელმძღვანელობა ჩინეთში, შანხაიში საერთაშორისო გამოფენას სტუმრობდა.

 HEATEC – შანხაის საერთაშორისო გამოფენაა გათბობის სისტემების მიმართულებით. ეს არის თანამედროვე პლატფორმა, რომელიც ინდუსტრიის უახლეს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს მთელი მსოფლიოდან უყრის თავს (Shanghai International Exhibition on Heating Technology).

გამოფენა მეცხრამეტედ ჩატარდა შანხაის მსოფლიო ექსპოს საგამოფენო და საკონფერენციო ცენტრში (Shanghai World Expo Exhibition & Convention Center (SWEECC). ღონისძიება ვიზიტორებსა და მონაწილეებს 31 ივლისიდან 2 აგვისტომდე მასპინძლობდა.

ფართომასშტაბიან ექსპოზე წარმოდგენილი იყო სამრეწველო და კომერციული მომხმარებლისთვის გათბობის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი პროდუქტები, რაც ორიენტირებულია უსაფრთხო, გარემოსდაცვით, ენერგოეფექტურ მიზნებზე.

,,ვერგეს“ წარმომადგენლობა სხვა სტუმრებთან ერთად, სფეროს სიახლეებს, გამოწვევებსა და ტენდენციებს ადგილზე გაეცნო და სამომავლო მიზნებიც დასახა.

Share
Share
Share
Share
Share

ბლოგი

როგორ შევამციროთ ენერგომოხმარების ხარჯები სასტუმროებში თანამედროვე HVAC სისტემების გამოყენებით

ენერგომოხმარების ხარჯები ერთ-ერთი ყველაზე დიდი საოპერაციო დანახარჯია სასტუმროებისთვის საქართველოში. 24/7 რეჟიმში მომუშავე სასტუმროებში გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის სისტემები ხშირად შეადგენს საერთო ელექტროენერგიის მოხმარების 40–60%-ს, განსაკუთრებით

გათბობა-გაგრილება სასტუმროსთვის

50-ნომრიანი სასტუმროს HVAC დიზაინის მაგალითი საქართველოში

როგორი შეიძლება იყოს HVAC კონცეფცია 50-ნომრიანი (საშუალო ზომის) სასტუმროსთვის საქართველოში? ტექსტში განხილულია, რა ფორმატით ხდება დაგეგმვა და შერჩევა HVAC სისტემების ასეთი ტიპის ობიექტებისთვის, რა კრიტერიუმებია