,,ვერგეს” მენტორობით თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა Senior Project წარადგინეს

„ვერგეს“ და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის წარმატებული თანამშრომლობა შედგა.

კომპანია „ვერგეს“ სპეციალისტთა გუნდის მხარდაჭერით, შენობის სისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა საბაკალავრო Senior Project-ზე მუშაობა დაასრულეს.

დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა პრეზენტაციაზე წარმოადგინეს სრული MEP პროექტები, რომლებზეც რამდენიმე თვე ინტენსიურად მუშაობდნენ.

მთელი პროცესის განმავლობაში სტუდენტებს ლუკა შერგელაშვილს, გიორგი ნიკოლაშვილს და ლევან მოდებაძეს პროფესიული მონიტორინგი და პრაქტიკული მხარდაჭერა ჰქონდა „ვერგეს“ და მისი შვილობილი კომპანიის, „მეპ 1-ის“ მხრიდან.

მიხეილ სონდერსი, შენობის სისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი:

,,აღნიშნული თანამშრომლობა ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი სტუდენტებისთვის. მათთვის საინტერესო იყო ამ პროცესის ყველა ეტაპი. მიიღეს რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება, პრაქტიკული რჩევები და პროფესიონალებისგან მხარდაჭერა, რაც ახალგაზრდების მომავალი კარიერისთვის უმნიშვნელოვანესია. იმედი გვაქვს, ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი პარტნიორობის.“

გიორგი ნიკოლაშვილ, სტუდენტი:

„კომპანია „ვერგესთან“ თანამშრომლობით განხორციელებული დამამთავრებელი პროექტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო — თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა და პროფესიული ზრდის რეალური შესაძლებლობა. მადლობა თავისუფალ უნივერსიტეტსა და პარტნიორ კომპანიას ამ მხარდაჭერისთვის.“

,,ვერგე“ განაგრძობს საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობას. ჩვენ გვჯერა, რომ ცოდნის გაზიარება და ახალი თაობის მხარდაჭერა ინვესტიციაა მომავალში. ყოველთვის მზად ვართ  მხარი დავუჭიროთ დამწყები ინჟინრების განვითარებას და წინსვლას.

Share
Share
Share
Share
Share

ბლოგი

HVAC რეკომენდაციები საქართველოში სასტუმროებისთვის, ოფისებისთვის და სავაჭრო ცენტრებისთვის

🧭 შესავალი სწორი HVAC სისტემის შერჩევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომერციული შენობის გრძელვადიანი კომფორტისთვის, ენერგოეფექტიანობისთვის და წარმატებული ოპერირებისთვის. მართავთ სასტუმროს ბათუმში, აახლებთ ოფისებს თბილისში თუ ხსნით

HVAC ტერმინოლოგია კომერციული პროექტებისთვის

HVAC სისტემების 30 ძირითადი ტერმინი ქართულად – გაიგე როგორ მუშაობს FCU, AHU, VRF და სხვა ტექნოლოგიები კომერციული პროექტებისთვის საქართველოში. ბლოგი განკუთვნილია ინჟინრებისთვის, არქიტექტორებისთვის, MEP კონსულტანტებისთვის