როგორ მუშაობს თბური ტუმბო?

თბური ტუმბო სამაცივრო ციკლით მომუშავე მოწყობილობაა, რომელიც გარემოში (ჰაერში,  წყალსა ან  მიწაში) არსებულ დაბალი პოტენციალის სითბურ ენერგიას გარდაქმნის მაღალი პოტენციალის სითბოდ. ეს არის რევერსიული დანადგარი, რომელსაც შეუძლია როგორც შენობის გათბობა-გაგრილება ასევე ცხელწყალმომარაგების უზრუნველყოფა.

ბრენდ HYC-ის თბური ტუმბო
ბრენდ HYC-ის თბური ტუმბო

ძირითადად გამოიყენება თბური ტუმბოს ოთხი ტიპი:

ჰაერი/ჰაერის ტიპი – იღებს სითბურ ენერგიას გარემომცველი ატმოსფერული ჰაერიდან და გადასცემს შენობაში ჰაერს. ამ ტიპის თბური ტუმბო არ მუშაობს გარემოს დაბალ ტემპერატურებზე და არ აწარმოებს ცხელ წყალს. იგი განიხილება როგორც გათბობის სხვა სისტემების დამატება. რევერსულ თბურ ტუმბოს შეუძლია მუშაობა გაგრილების რეჟიმშიც – შენობის შიდა ჰაერი გააგრილოს თბილი ჰაერის გარემოში გატანით.

ჰაერი/წყალი ტიპის – იღებს ენერგიას გარემოცველი ატმოსფერული ჰაერიდან და გადასცემს მას წყალზე მომუშავე გათბობის სისტემას. თანამედროვე თბური ტუმბოების ზოგიერთი მოდელი მუშაობს მაშინაც კი, როცა გარემოს ტემპერატურა მინუს 20°C-ია, თუმცა რეკომენდირებულია, რომ უარყოფითი გარემო ტემპერატურის დროს თბურ ტუმბოსთან ერთად გვქონდეს ალტერნატიული სხვა გათბობის ელემენტიც, რომელიც ერთგვერი დამხმარეს როლს შეასრულებს და მისცემს თბურ ტუმბოს კომფორტულ სამუშაო ტემპერატურულ დიაპაზონში მუშაობის საშუალებას. ამ ტიპის თბური ტუმბო შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე ცხელწყალმომარაგებისათვის.

HYC-ის თბური ტუმბო
HYC-ის თბური ტუმბო (წყალი/წყალი ტიპის)

გეოთერმული ტიპის (გეოთერმული წყალი, სხვა წყალი/წყალი ტიპის – ენერგიას იღებს დედამიწის წიაღიდან, წყალსატევიდან ან მდინარიდან. შესაძლოა ხელოვნურად გრუნტის სიღრმეში მილის კოლექტორის მოწყობა, რომელიც გათბობის ენერგიას აიღებს ნიადაგიდან. ამ ტიპის სისტემა ეწყობა მაგალითად კერძო სახლებზე, რომელთაც აქვთ საკუთარი ეზო და შესაძლებელია ეზოს გამწვანების ქვეშ ზემოაღნიშნული კოლექტორების მოწყობა.

გრუნტი/წყალი ტიპის – სითბოს იღებს გრუნტის წყლებიდან და გადასცემს წყალს. მუშობის პრინციპით ძალიან გავს გეოთერმული ტიპს.

გამოყენებული ჰაერის (exhausted air) ტიპის (ეს ტიპი იგივეა, რაც ჰაერი/ჰაერის) – ხელმეორედ იყენებს ენერგიას (სითბოს), რომელიც ბინიდან გაედინება სავენტილაციო არხებიდან და აბრუნებს მას გათბობის სისტემაში.

 

მუშაობის ხანგრძლივობა

ჰაერი/წყალი და წყალი/წყალი ტიპის თბური ტუმბოების ექსპლუატაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 20-30 წელია. კვალიფიციური ინსტალაციის შემთხვევაში, იმუშავებს მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად და საცხოვრებელს გახდის კომფორტულს.

HYC-ის თბური ტუმბო
HYC-ის მინი თბური ტუმბო (ჰაერი/წყალი ტიპის)

თბური ტუმბოს გამოყენების არეალი საკმაოდ დიდია, მაგალითად იყენებენ ისეთ ობიექტებზე, როგორიც არის: საცხოვრებელი სახლები; სასტუმროები; რესტორნები; საოფისე-სავაჭრო ცენტრები; სკოლები და საბავშვო ბაღები; საცურაო აუზები; საწარმოები და სხვა. თუმცა თბური ტუმბოს ყველაზე ფართო გამოყენება აქვს მცირე მასშტაბის ობიექტებზე, როგორიცაა კერძო სახლები და საცურაო აუზები. თბურ ტუმბოს ვერ ვუწოდებთ ყველაზე ბიუჯეტურ სისტემას, შესაბამისად მისი გამოყენება დიდი მოცულობის ობიექტებზე ფინანსური კუთხით კონკურენტუნარიანი არ არის, თუმცა ტექნოლოგიური წინსვლა და დახვეწა მომავალში ფინანსურადაც გაათანაბრებს თბურ ტუმბოს სხვა ალტერნატიულ სისტემებთან.

 

ისტორია:

თბური ტუმბო პირველად 1855 წელს დააპროექტეს და დაამონტაჟეს. მის გამომგონებლად ითვლება ავსტრიელი ინჟინერი პეტერ რიტერ ფონ რიტინგერი. დანადგარის კონცეფცია კი 3 წლით ადრე,  ბრიტანელი ფიზიკოსის და ინჟინრის უილიამ ტომსონის (ლორდ კელვინის) მიერ შემუშავდა.

თბურ ტუმბოებზე რეალური მოთხოვნილება გაჩნდა და პრაქტიკული გამოყენება დაიწყო 1970-იან წლებში, როდესაც აქტუალური გახდა ენერგოეფექტურობის თემა.

 

თბური ტუმბო
ექსპლუატაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 20-30 წელია

რა უპირატესობა და ნაკლი აქვს:

ეკონომიურობა, ასევე შესაძლებლობა გადავრთოთ ზამთრის გათბობის რეჟიმი ზაფხულის კონდიცირების რეჟიმზე.

ავტომატური მართვა – უზრუნველყოფს თბური ტუმბოს მუშაობის საიმედოობას. ექსპლუატაციის პროცესში სისტემა არ საჭიროებს სპეციალურ მომსახურებას.

კომპაქტურობა-  (საკმარისად მძლავრი თბური ტუმბოს მოდული არ აღემატება ჩვეულებრივ მაცივარს) და მუშაობისას პრაქტიკულად უხმაუროა.

ნაკლად კი, შეგვიძლია დავასახელოთ წყლის გათბობისას შედარებით დაბალი ტემპერატურა (არაუმეტეს 50-60 გრადუსის). ამასთან, რაც უფრო მაღალია გამთბარი წყლის ტემპერატურა, მით ნაკლებია თბური ტუმბოს ეფექტურობა (სისტემაში მაცივარაგენტის გაზრდილი – მაღალი წნევის გამო).

გაეცანით ჩვენს ბლოგს გათბობის სისტემებზე ამ ბმულზე.

Share
Share
Share
Share
Share

ბლოგი

Batumi Build

,,ვერგე“ მონაწილეობდა გამოფენაზე Batumi Build 2024

კომპანია ,,ვერგემ“ მონაწილეობდა მე-13 საერთაშორისო სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფენაზე ,,Batumi Build 2024’’. გამოფენა 6-8 დეკემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა. ჩვენმა გუნდმა დამსწრე საზოგადოებას

ფანკოილი – რა უპირატესობები აქვს სხვა სისტემებთან შედარებით?

(Fan coil) ფანკოილი  HVAC სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ის გამოიყენება საცხოვრებელ, კომერციულ და სამრეწველო შენობებში ჰაერის გათბობისა და გაგრილებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, აღნიშნული დანადგარი