შენობის ვენტილაციის სისტემა – ბუნებრივიდან მექანიკურ მეთოდამდე

„ვენტილაცია“  ლათინური სიტყვიდან ventilatio-დან მომდინარეობს (თავის მხრივ ventus ნიშნავს ქარს). აღნიშნული ტერმინი უშუალოდ ვენტილაციის მნიშვნელობის აღსაწერად, 1660 წელს გამოიყენეს და აღნიშნავდა პროცესს „დახურულ სივრცეში ცუდი ჰაერის, სუფთა და ახალი ჰაერით ჩასანაცვლებლად“.

კაცობრიობამ, ვენტილაციის სხვადასხვა საშუალებაზე ფიქრი ჯერ კიდევ გამოქვაბულის პერიოდიდან დაიწყო და ნელ-ნელა  ახალი გამოგონებებითა და მიდგომებით დახვეწა…

1,5 მილიონი წლის წინ, როდესაც ადამიანმა  გასათბობად საცხოვრებელში ცეცხლი შემოიტანა, აღმოაჩინა სახურავზე კვამლის გასასვლელად ღიობის და ცეცხლის შესანარჩუნებლად ჰაერის მიწოდების საჭიროება. წვის კონტროლი და თერმული კომფორტი პირველი სტიმული იყო სივრცის ვენტილაციისთვის. საუკუნეების მანძილზე, ინდუსტრიული სფეროსა და შენობების ევოლუციით გამოწვეული ცვლილებებით, თანდათან ფრთა შეასხა იდეებს და შექმნა მის საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიები.

ვნახოთ რა გზა გაიარა ადამიანმა, შენობის გამართული ფუნქციონირებისთვის, ამ უმნიშვნელოვანესი სისტემის შექმნის პროცესში.

გვირაბები უზრუნველყოფდნენ ჰაერის ეფექტურ გაცვლას

ძველი ეგვიპტელები ბუნებრივი გაგრილების მექანიზმად და ჰაერის გადასაადგილებლად, იყენებდნენ ე.წ. ხელის ვენტილატორებს. ასევე, პირამიდებში არის გვირაბები, რომლებიც აკავშირებს სამეფო სამარხებს გასასვლელთან. გვირაბები უზრუნველყოფდნენ ჰაერის ეფექტურ გაცვლას. მინოსური პერიოდის ზოგიერთ ადრეულ ნაგებობაში კი, დახვეწილი დიზაინითა და სქემით შექმნილ პასიური ვენტილაციის სისტემა არსებობდა (მაგალითად Wind Towers), რაც შენობების გაგრილებისთვის გამოიყენებოდა. რომაელებმა (ძვ. წ. III ს) შექმნეს პირველი იატაკქვეშა გათბობა, რომელიც ცნობილია როგორც ჰიპოკაუსტი. ვენტილაციისა და წვის კომბინაციით, მათ სასახლეებსა და აბაზანებში შიდა კლიმატი კომფორტული გახადეს. ეს სისტემები თავდაპირველად საზოგადოებრივი აბანოებში, შემდეგ დიდ შენობებშიც გამოიყენეს. ჰიპოკაუსტი იყო შენობებში ინტეგრირებული გათბობისა და ვენტილაციის სისტემების წინამორბედი.

ჰიპოკაუსტი (ძველი ეგვიპტე)

შუა საუკუნეებში, ვენტილაცია დიდწილად უგულებელყოფილი იყო. სახლებს პატარა ფანჯრები ჰქონდათ და ჰაერის მიწოდება შეზღუდულად ხდებოდა. მხოლოდ მდიდრების სასახლეში ან ეკლესიებში თუ ნახავდით სავენტილაციო გადაწყვეტებს. ჰაერის დაბინძურების სერიოზულმა პრობლემამ, მოსახლეობის გაუარესებულმა ჯანმრთელობამ და მრავალრიცხოვანმა ხანძრებმა 1631 წელს, დაარწმუნა მეფე  ჩარლზ I  შემოეღო ინგლისში ახალი სამშენებლო წესები. მონარქმა განკარგულება გასცა ქვეყნის მასშტაბით, სახლების ჭერი ყოფილიყო 10 ფუტი ან მეტი სიმაღლის, ფანჯრები კი არსებულთან შედარებით უფრო მაღალი და ფართო (ბუნებრივი ვენტილაციის გასაუმჯობესებლად).

1735 წელს ინგლისის პარლამენტში, ისტორიაში პირველად დაამონტაჟეს მექანიკური მოწყობილობა, რომელიც მოძრაობაში ორთქლის ძრავას მოჰყავდა. მოწყობილობას ვენტილატორი უწოდეს. საინტერესოა, რომ პირველად სიტყვა ,,კონდიცირება“ გამოჩნდა 1815 წელს, როდესაც ფრანგმა ჟან შაბანეშმა მიიღო ბრიტანეთის პატენტი ,,საცხოვრებელ სახლებსა და სხვა შენობებში ჰაერის კონდიცირების და ტემპერატურის მოწესრიგების“ მეთოდზე.

მე-19 საუკუნის ბოლოს, ამერიკელმა გამომგონებელმა უილის ქერიერმა შექმნა პირველი კონდიციონერი, რომელიც ელექტრო ენერგიაზე მუშაობდა. ქერიერმა თავის პირველი სისტემა, დააპროექტა 1902 წელს ბრუკლინის (ნიუ-იორკი, აშშ) სტამბაში ტემპერატურისა და ტენიანობის გასაკონტროლებლად.

უილის ქერიერი

ამრიგად, პირველი კონდიციონერი ემსახურებოდა არა მუშა პერსონალის კომფორტს, არამედ ტენიანობასთან ბრძოლას, რომელიც ძალიან ცუდად მოქმედებდა ბეჭდვის ხარისხზე. მალევე კონდიციონერი განისაზღვრა, როგორც სისტემა, რომელსაც უნდა ჰქონოდა ოთხი ძირითადი ფუნქცია: ტემპერატურის რეგულირება, ტენიანობის კონტროლი, ჰაერის ცირკულაცია და ჰაერის გაწმენდა (ფილტრაცია).

ფართო გაყიდვაში კონდიციონერები 1930-იან წლებში გამოჩნდა. პირველი ოთახის კონდიციონერი კომპანია General Electric-მა გამოუშვა. 1958 წელს, იაპონურმა კომპანიამ Daikin-მა წარმოადგინა პირველი სითბური ტუმბო, რითაც  შენობაში შეიძლებოდა როგორც ცივი, ასევე ცხელი ჰაერის მიწოდება. კიდევ სამი წლის შემდეგ მოხდა მოვლენა, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა საყოფაცხოვრებო და ნახევრადსამრეწველო ჰაერის კონდიცირების სისტემების განვითარება. ეს იყო სპლიტ-სისტემების მასიური წარმოება. იაპონურმა კომპანიამ Toshiba-მ დაიწყო კონდიციონერების სერიული წარმოება, რომლებიც გაყოფილი იყო ორ ბლოკად. ამ ტიპის კლიმატური დანადგარების პოპულარობა მალევე გაიზარდა.

1968 წელს, ბაზარზე გამოჩნდა მულტისპლიტ სისტემები. 1981 წელს წარმოადგინეს პირველი სპლიტ-სისტემა, რომელსაც შეეძლო თავისი სიმძლავრის თვითრეგულირება. 1998 წლიდან, ინვერტორულმა კონდიციონერებმა მოიპოვეს პოპულარობა… აღნიშნული სისტემები დროთა განმავლობაში იხვეწებოდა და ხდებოდა უფრო ჭკვიანი და ჩვენს ცხოვრებაზე მორგებული. თანამედროვე სამყაროში სავენტილაციო მიმართულებით გამოიყენება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიც არის მაგალითად AHU (air handling unit, ჰაერის მოდინებითი დანადგარი), Rooftop (სახურავის ტიპის კონდიციონერი), რეკუპერატორი და სხვა.

დღეს, შენობების მექანიკური ვენტილაციის სისტემები გარკვეულ სტანდარტებსა და ნორმებს ექვემდებარება. სისტემის დაპროექტება, დამონტაჟება, ექსპლუატაცია და შენარჩუნება ტექნიკურად, ჰიგიენურად და ფუნქციურად გამართულად უნდა ხდებოდეს. თანამედროვე ტექნოლოგიას ენერგოეფექტური მიზნები აქვს და ჩვენი ცხოვრების ხარისხსა და კომფორტს საგრძნობლად ზრდის.

შეგახსენებთ, რომ კომპანია ,,ვერგეს“ პროფესიონალთა გუნდი, უზრუნველყოფს გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის თანამედროვე სისტემების დანერგვასა და მართვას თქვენთვის სასურველ გარემოში.

Share
Share
Share
Share
Share

ბლოგი

Batumi Build

,,ვერგე“ მონაწილეობდა გამოფენაზე Batumi Build 2024

კომპანია ,,ვერგემ“ მონაწილეობდა მე-13 საერთაშორისო სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფენაზე ,,Batumi Build 2024’’. გამოფენა 6-8 დეკემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა. ჩვენმა გუნდმა დამსწრე საზოგადოებას

ფანკოილი – რა უპირატესობები აქვს სხვა სისტემებთან შედარებით?

(Fan coil) ფანკოილი  HVAC სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ის გამოიყენება საცხოვრებელ, კომერციულ და სამრეწველო შენობებში ჰაერის გათბობისა და გაგრილებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, აღნიშნული დანადგარი