მომსახურება

გათბობა & გაგრილება

დღევანდელ რეალობაში, როცა საუბარია გათბობა/გაგრილების სისტემებზე, საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს.

მაგალითად, დღევანდელი ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას გათბობის ენერგია მივიღოთ ბუნებრივი აირისგან, გამოვიყენოთ გეოთერმული ენერგია, თბური ტუმბოების საშუალებით შეგვიძლია მივიღოთ ჰაერი-ჰაერი, ჰაერი-წყალი, წყალი-ჰაერი და წყალი-წყალი სისტემის კომბინაცია. შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა ტიპის სამაცივრე აგენტზე მომუშავე სისტემები, იატაკქვეშა და ჰაერით გათბობის სისტემები და სხვა.

ყველა სისტემას გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები. შესაბამისად, კონკრეტული შენობისთვის თუ დაწესებულებისთვის სისტემის დაგეგმვისას დიდი მნიშვნელობა აქვს მის ფუნქციონალს, გეოგრაფიულ მდებარეობას, გარემო პირობებს და ა.შ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კვალიფიციური კადრების მიერ უნდა მოხდეს სწორი და ეფექტური დაგეგმარება, რათა მივიღოთ ენერგოეფექტური და გრძელვადიან პერსპექტივაში გამართულად მომუშავე ტექნოლოგია.

კომპანია ,,ვერგეს“ პროფესიონალთა გუნდი, უზრუნველყოფს გათბობა-გაგრილების თანამედროვე სისტემების დანერგვასა და მართვას თქვენთვის სასურველ გარემოში.

ამომწურავი ინფორმაციისთვის