ასწლეულების წინ, ვიდრე კაცობრიობა პირველ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემას გამოიგონებდა და დახვეწდა, მსოფლიოს უამრავი ქალაქი ცეცხლისგან ნადგურდებოდა… ხანძრების შესაჩერებლად მოსახლეობას, მხოლოდ შიშველი ხელით უწევდა ბრძოლა.
მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხანძრის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხის პრევენცია უმნიშვნელოვანესია. დღემდე შენობაში, არასწორი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების ან სახანძრო უსაფრთხოებისა და ევაკუაციის გეგმების არარსებობის შემთხვევაში, ცეცხლის გაჩენის რისკი დიდია.
თანამედროვე სამყაროში, სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების გამართულობაზე, დღეს უსაფრთხოების ნორმების დაცვა საკანონმდებლო ვალდებულებას წარმოადგენს და მოიცავს ხანძრის პრევენციისთვის საჭირო კომპლექსურ ზომებს. ნებისმიერი შენობის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის (მისი მახასიათებლების მიხედვით), აუცილებელია ინდივიდუალური ხანძარქრობის სისტემების დაპროექტება და მონტაჟი.
თვალი გადავავლოთ რა გზა გაიარა სახანძრო სისტემებმა დღემდე და რა მეთოდებს იყენებდა ადამიანი ცეცხლთან საბრძოლველად საუკუნეების მანძილზე.
ჯერ კიდევ ძველ რომში მუდმივი ხანძრების საპასუხოდ, იმპერატორმა ავგუსტუსმა შეკრიბა მამაკაცთა რაზმი, რომელსაც ევალებოდა ქუჩების პატრულირება წყლით სავსე თასებით. მან ეს ჯგუფი ეგვიპტეში, ალექსანდრიაში მსგავსი ტიპის სახანძრო ბრიგადის კვალდაკვალ შექმნა. ეს მიდგომა ფოკუსირებული იყო ცეცხლის გაჩენისთანავე საბრძოლველად, რადგან არ არსებობდა ხანძრის აღმოჩენის ან პრევენციის სხვა მეთოდი.
დროთა განმავლობაში, ტერიტორიების მჭიდროდ დასახლებამ და შენობების ქვიდან ხის კონსტრუქციებზე გადასვლამ, ახალი პრობლემი წარმოშვა. სანამ მაშველთა ჯგუფი დანიშნულების ადგილამდე მიაღწევდა, ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა და ყველაფერს ანადგურებდა გარშემო. შიშველი ხელით ბრძოლა საუკუნეების მანძილზე გაგრძელდა. მე-17 საუკუნიდან, ნიუ-იორკში ხანძარს პოლიციის მიერ სხვადასხვა ადგილზე განაწილებული ადამიანები აკონტროლებდნენ. მათი მოვალეობა ცეცხლის აღმოჩენა და შესაბამისი ზომების მიღება იყო. ისინი ზარებისა და სასტვენების დახმარებით გადასცემდნენ ინფორმაციას საზოგადოებას და ცეცხლის ჩასაქრობად, ერთობლივად იღებდნენ საჭირო ზომებს. მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ეს მეთოდი უფრო და უფრო არაპრაქტიკული გახდა.
ხანძრებთან ბრძოლა საქართველოში:
მეცხრამეტე საუკუნემდე, სანამ თბილისში სახანძრო სამსახურს შექმნიდნენ, ხანძრის ქრობას ხშირ შემთხვევაში ყარაჩოხელთა ჰამქარი საკუთარი ძალებით ცდილობდა. დედაქალაქის მაშინდელმა მცხოვრებლებმა მოხალისე ყარაჩოხელებს „ხანძარჩი” შეარქვეს, რაც ცეცხლის ჩამქრობს ნიშნავდა.
ხანძრის დროს განსაკუთრებით მეთულუხჩეები ხეირობდნენ, რადგან მაშინდელ პატარა ქალაქში წყალგაყვანილობის სისტემა არ არსებობდა და ისინი წყალს ორმაგ ფასად ჰყიდდნენ. მე-XIX საუკუნეში, როდესაც არც სახანძრო მანქანები და არც ტექნიკური აღჭურვილობა იყო, უწევდათ ცხენებით გადაადგილება და წყლის გადატანა ტიკებითა და რუმბებით. მაშინ არც სატელეფონო კავშირი არსებობდა და მეხანძრეებს ცეცხლის გაჩენის ამბავს შემდეგნაირად ატყობინებდნენ: თბილისი პატარა ქალაქი იყო, ამიტომ ააგეს მაღალი კოშკურები, საიდანაც დედაქალაქი ხელისგულივით მოჩანდა. კოშკურაზე მეხანძრეები მორიგეობდნენ. დღისით ხანძრის დანახვისთანავე, უბნების მიხედვით სხვადასხვა ფერის ბურთებს ფენდნენ, ღამით კი ქალაქს ხანძრის ამბავს კოშკურიდან ფარნებით ატყობინებდნენ (წყარო ,,კვირის პალიტრა“).
პირველი მსოფლიო გამოგონებები
პირველი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა 1851 წელს, ბოსტონში დოქტორმა უილიამ ჩანინგმა და მოზეს ფარმერმა შექმნეს. სისტემა შედგებოდა ორი ხანძარსაწინააღმდეგო ყუთისაგან და ტელეგრაფისგან, რომლითაც ინფორმაციას სახანძრო განგაშის ახლომდებარე სადგურზე აწვდიდნენ. სადგურის ოპერატორი შეტყობინების მიღებისთანავე, აფრთხილებდა სახანძრო განყოფილებას და დროულად ხდებოდა რეაგირება.
სახანძრო სასიგნალო სისტემის გამოყენება აქტიურად მეოცე საუკუნეში დაიწყეს. თომას ედისონის პარტნიორმა, ფრენსის რობინს აპტონმა დააპატენტა მსოფლიოში პირველი “პორტატული ელექტრო ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია”. საუკუნის ბოლოს გამოიგონეს სხვა მოწყობილობებიც, მათ შორის კვამლის დეტექტორი. ის შვეიცარიელმა ფიზიკოსმა, უოლტერ იეგერმა შექმნა. გამომგონებელი ამზადებდა მოწყობილობას, რომელსაც ჰაერში მომწამვლელი გაზის არსებობა უნდა დაედგინა, თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ სულ სხვა გამოგონებასთან ჰქონდა საქმე. მოწყობილობა თავდაპირველად ძალიან ძვირი ღირდა, ამიტომ დიდი პოპულარულობა ვერ მოიპოვა, მოგვიანებით როდესაც იაფი მოდელების დამზადება დაიწყეს, ის თითქმის ყველა სახლში დამონტაჟდა.
ყველა გამოგონება დროთა განმავლობაში დაიხვეწა, განვითარდა და თანამედროვე სამყაროში უკვე გვაქვს უახლეს ტექნოლოგიებთან ადაპტირებული სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.
დღევანდელი ხანძრის სასიგნალო მექანიზმებში გამოყენებულია ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორებიც არის რადიოსისტემა, ციფრული კომუნიკატორები და გადამცემები, რათა ხანძრის შემთხვევაში მოხდეს მაქსიმალურად დროული და ზუსტი რეაგირება.
კომპანია ,,ვერგე“ დაგეხმარებათ შენობის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის ინდივიდუალური ხანძარქრობის სისტემების პროექტირებასა და მონტაჟში.
როგორიც არის: ხანძრის აღმომჩენი სისტემები; კვამლის და თბური დეტექციის ასევე ბუნებრივი აირის გაჟონვის აღმომჩენი; სამაშველო გამოძახების და ევაკუაციის გამოცხადების სისტემა; ავარიული განათება და გასასვლელების მანიშნებელი და მეხანძრეთა საკომუნიკაციო სისტემა.
ხანძარქრობის სისტემები: წყლით, ქაფით და ასევე მშრალი ტიპის ხანძარქრობა. სასერვერო, სატრანსფორმატორო და ელექტრო ოთახებისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური ხანძარქრობის სისტემები. პორტატული ცეცხლმაქრების და სახანძრო ბრიგადის საკომუნიკაციო სისტემა. ცხელი სამზარეულოს და გამწოვი ქოლგებისთვის გათვალისწინებული ხანძარქრობა, ასევე კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაცია. აღნიშნული სისტემების მართვა და ავტომატიზაცია.
თუმცა, სახანძრო სისტემების სრულყოფილად ინსტალაცია და გამართულობა მისი შემდგომი ფუნქციონირებისთვის საკმარისი არ არის, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების სისტემების პერიოდულ და დეტალურ ტესტირებებს კვალიფიციური კადრების მიერ.