ფანკოილი – რა უპირატესობები აქვს სხვა სისტემებთან შედარებით?

(Fan coil) ფანკოილი  HVAC სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ის გამოიყენება საცხოვრებელ, კომერციულ და სამრეწველო შენობებში ჰაერის გათბობისა და გაგრილებისთვის.

მარტივად რომ ვთქვათ, აღნიშნული დანადგარი ახდენს გარე აგრეგატების მიერ შექმნილი ენერგიის განაწილებას  შენობის შიგნით. მისი საშუალებით შესაძლებელია შიდა სივრცეში სასურველი ტემპერატურის დამყარება და რეგულირება როგორც მცირე, ასევე დიდი ზომის ნაგებობებში, მაგალითად სასტუმროებში, ოფისებში, საწყობი და სხვა.

ფანკოილი
ფანკოილი -კედელზე სამონტაჟო

რა უპირატესობები აქვს აღნიშნულ დანადგარს? ჩამოვთვალოთ რამდენიმე მათგანი:

➡️ სიმძლავრე

ტრადიციულ გამათბობელ სისტემებთან შედარებით, ეს მოწყობილობა გაცილებით მძლავრი და სწრაფია.

➡️ მოქნილი ზონირება

შეუძლია მოემსახუროს კონკრეტულ სივრცეს, რომელშიც ის დამონტაჟებულია ან რამდენიმე სივრცეს ერთდროულად. ფანკოილებს შეუძლიათ დამოუკიდებლად ჩართვა-გამორთვა, სითბოს და სიცივის ცვლილება, ზოგიერთ შემთხვევაში სისტემას შეუძლია შეასრულოს ვენტილაციის ფუნქციაც.

➡️  მარტივი მართვა

მისი მართვა შესაძლებელია, როგორც ლოკალური მართვის პანელიდან, დისტანციური მართვის პულტისგან და ასევე ნებისმიერი ადგილიდან, მობილური აპლიკაციის დახმარებით.

➡️ ენერგოეფექტურობა

ფანკოილი - კასეტური
ფანკოილი – კასეტური

ფანკოილის პულტიდან მართვა და ტემპერატურული რეჟიმის მითითების ფუნქცია, იძლევა საშუალებას აღნიშნული სისტემა იყოს უფრო ენერგოეფექტური (ენერგიის მოხმარებას დაახლოებით 20-30%-ით ამცირებს) და იმუშაოს იმ კონკრეტულ დიაპაზონში, რასაც მივუთითებთ.

➡️ ინსტალაცია და სივრცის დაზოგვა

ფანკოილი მრავალფეროვანია სიმძლავრის, კონსტრუქციული შესრულების, მართვის მეთოდის და გარეგანი სახის მიხედვით. ის არის როგორც ჰორიზონტალური ასევე ვერტიკალური. მონტაჟდება როგორც კედელსა და ჭერზე, ასევე იატაკზე.

➡️ ნაკლები ხმაური

მუშაობისას ხასიათდება ხმაურის დაბალი დონით, რაც იდეალურს ხდის გამოყენებას ისეთი გარემოსთვის, როგორიც არის მაგალითად სასტუმროები და ოფისები, სადაც მშვიდი სივრცე აუცილებელია. ასევე ცენტრალურ სისტემასთან შედარებით, უფრო მარტივია ფანკოილების მოვლა-პატრონობა. მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ფილტრებთან და ტექნიკურ მოვლასთან ერთად, FCU–ს შეუძლია გააუმჯობესოს შიდა ჰაერის ხარისხი მტვრის და ალერგენების გაფილტვრით.

ფანკოილი
ბრენდ HYC-ის ფანკოილები

ფანკოილი არსებობს არხული ტიპის, კასეტური, კედელზე სამონტაჟო, მაღალწნევიანი, ულტრათხელი და მრავალი სხვა. რათქმაუნდა ყველა ტიპს აქვს თავისი ფუნქციური გამოყენება, შესაბამისად უნდა შეირჩეს კონკრეტული პროექტიდან და საჭიროებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება სამონტაჟო სამუშაოებს, აუცილებელია პროფესიონალთა რეკომენდაციებით ვიხელმძღვანელოთ და მათი ინსტალაცია გამოცდილ ადამიანებს ვანდოთ. კონკრეტული მოდელის შერჩევასა და ინსტალაციაში კომპანია ,,ვერგეს“ გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ. იხილეთ ჩვენი სერვისები.

ჩვენი პარტნიორი კომპანიის HYC-ის პროდუქცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

აღნიშნულ ბრენდს გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემების წარმოებაში 25 წლიანი გამოცდილება აქვს.

Share
Share
Share
Share
Share

ბლოგი

Batumi Build

,,ვერგე“ მონაწილეობდა გამოფენაზე Batumi Build 2024

კომპანია ,,ვერგემ“ მონაწილეობდა მე-13 საერთაშორისო სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფენაზე ,,Batumi Build 2024’’. გამოფენა 6-8 დეკემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა. ჩვენმა გუნდმა დამსწრე საზოგადოებას

ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება დიდ ოფისებში

ადამიანების დიდი ნაწილი კომერციულ შენობებსა და ოფისებში, ცხოვრების თითქმის ნახევარს ატარებს, ამიტომ უსაფრთხო, ჯანსაღი და მდგრადი სამუშაო გარემო უმნიშვნელოვანესია. თუ მუშაობთ ან ფლობთ დიდ საოფისე