წინა სტატიაში მოგიყევით როგორ ხდება საინჟინრო კომპანიის მიერ, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რისგან შედგება ის და რა პროცედურების გავლა გვიწევს სწორი და შედეგზე ორიენტირებული MEP პროექტის შესაქმნელად. გაგიზიარეთ თუ როგორ მივაღწიოთ უკეთეს შედეგს ხარჯების შემცირებით, ენერგოეფექტურის გაზრდით და მეტი მდგრადობით. სასურველი მიზნების მისაღწევად მეგზურობას პროფესიონალთა რჩევები გვიწევს და მათზე ეტაპობრივად გიყვებით.
როგორც აღვნიშნეთ, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცედურები მოსდევს. სამონტაჟო სამუშაოები ასევე დროში გაწერილი და სწორად დაგეგმილი რუტინული საქმეა, რაც სპეციალისტების დახმარებით, ჩვენს ირგვლივ შენობა-ნაგებობებს უსაფრთხოს, დაცულს, კლიმატ ადაპტირებულსა და კომფორტულს ხდის.
თუ როგორ მიმდინარეობს სისტემების ინსტალაცია და რა პროცედურებია საჭირო შენობების გამართული და სწორი ფუნქციონირებისთვის, კვლავაც ,,ვერგეს“ მაგალითზე მოგიყვებით. 2019 წლიდან, კომპანიის გამოცდილი გუნდი დამკვეთის მოთხოვნებზე მორგებულ ოპტიმალურ გადაწყვეტებს ქმნის, რაზეც წარმატებული პროექტების გაზრდილი რაოდენობაც მეტყველებს.
რა გვჭირდება სამონტაჟო სამუშაოს დასაწყებად?
თავდაპირველად ინსტალაციის პროცესამდე, სამონტაჟო გუნდის მიერ პროექტის გადამოწმება ხდება და კონკრეტულ ობიექტზე ადაპტაციისთვის რეკომენდაციები გაიცემა. რეკომენდაციების გაცემა ხდება როგორც სამშენებლო ობიექტზე ადაპტაციისთვის, ასევე დროისა და ფინანსების სწორედ დაგეგმარების მიზნით.
შემდეგი ეტაპი მოიცავს სამონტაჟო ობიექტის დათვალიერებას, საინჟინრო პროექტის ინსტალაციის პროცესის დაგეგმვას, ასევე ნახაზების შესატყვისობას არსებულ მდგომარეობასთან. ამის შემდეგ ჩვენი რეკომენდაციებისა და სამშენებლო ობიექტიდან გამომდინარე, საჭირო ცვლილებების განხილვა ხდება დამკვეთსა და პროექტის ავტორთან.
შემდგომ ხდება დამკვეთისთვის გრაფიკისა და საბოლოო ბიუჯეტის მიწოდება. დადასტურებისა და კონტრაქტის გაფორმების შემდგომ, იწყება შესყიდვების პროცესი, რაც მოიცავს მასალის შეთანხმება-დადასტურების აქტებიდან, უშუალოდ პროდუქტის ინსტალაციის და ტესტირების ფაზას.
მასალების დადასტურების აქტების განხილვა
რეკომენდაციების გაცემას საინჟინრო სისტემების გამართულ მუშაობასთან დაკავშირებით, მასალების დადასტურების აქტების განხილვა მოსდევს. მასალის ტექნიკური მახასიათებლების, ხარისხის სერთიფიკატების შემოწმება (თუ ვინ გასცა ისინი, მათი წარმომავლობა) და მწარმოებელი ქარხნის მიერ გაცემული ტესტირების აქტების რევიზია. შესყიდვამდე უნდა მოხდეს შეფასება, თუ რამდენად აკმაყოფილებს შერჩეული მასალა პროექტში მითითებულ სტანდარტს. მაგალითად, ყველა სახანძრო კონსულტანტი აუცილებლად გვკითხავს, ფლობს თუ არა კონკრეტულ საერთაშორისო სერთიფიკატს ჩვენს მიერ შერჩეული დანადგარი.
საინსტალაციო სამუშაოები და მასთან დაკავშირებული რეპორტები
როდესაც შეთანხდება და გაიწერება ყველა დეტალი, როგორიცაა კონტრაქტი, დადასტურების აქტები, სამუშაოს წარმოების ტექნოლოგია უკვე მონტაჟის პროცედურების დროა. პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ობიექტზე მუშაობს ერთი ან რამდენიმე პროექტ მენეჯერი, საინჟინრო სისტემების შესაბამისად.
სამუშაოთა წარმოებაზე შემსრულებელს შედგენილი აქვს დეტალური და ინტეგრირებული გეგმა-გრაფიკი. ამ გეგმის გადამოწმებით ვხვდებით, თუ როგორ და რამდენად ხარისხიანად სრულდება პროექტი. კონტროლი სამუშაოების გრაფიკსა და ხარისხზე აუცილებელია. მონტაჟის ყველა პირობა დაცული უნდა იყოს.
სისტემების სწორად მუშაობა დამოკიდებულია, მონტაჟის პერიოდში რამდენად კვალიფიციური თანამშრომლები გვყავს და როგორ იცავენ ისინი ტექნიკურ რეგლამენტს დანადგარების მონტაჟისას. ყველა მოწყობილობას მოჰყვება კონკრეტული გაიდლაინი, სამონტაჟო სქემები, ყველა მითითება უნდა იყოს დაცული.
ტესტირების პროცესების მონიტორინგი და მართვა
ტესტირების/ბალანსირების პროცესების მონიტორინგი-მართვა ასევე მნიშვნელოვანი ეტაპია. საჭიროა ყველა დეტალის გამოცდა და შემოწმება, რამდენად გამართულად მუშაობს დამონტაჟებული სისტემა.
ტესტირება ხდება ინსტალაციის სხვადასხვა ეტაპზე. სისტემის წილობრივი ტესტირება მოიცავს ფარული სამუშაოების აქტებს. სრული შემოწმებისას და ასევე სისტემების გაშვებისას, ხდება დანადგარების ჩართვა და გატესტვა იმგვარად, სანამ არ მოხდება სრული ტესტირება გამართულ მუშაობამდე და არ შედგება სისტემის გაშვების აქტები.
სისტემების ტესტირება შესაძლოა სხვადასხვა კონკრეტული ობიექტისთვის მიზანშეწონილ თემად დავყოთ, თუმცა ქსელის ბალანსირება ხდება მხოლოდ სრულად გაშვებულ სისტემაზე.
იმისთვის, რომ საინჟინრო სისტემებზე მუშაობისას პროცესების შესრულება სწორად მოხდეს, ყველა შემდგომი გართულებისგან დაზღვეულები ვიყოთ და მივიღოთ ყველა ეტაპზე პროფესიონალური მომსახურება, სჯობს საქმეში გამოცდილი ჯგუფი ჩავრთოთ – მაგალითად ისეთი, როგორიც კომპანია „ვერგეს“ გუნდია.
თუ გაინტერესებთ ინფორმაცია MEP პროექტირებაზე, გაეცანით ჩვენს სტატიას ამ ბმულზე