მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკის სისტემები (MEP) მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თანამედროვე სამშენებლო ლანდშაფტში. შენობებში ისინი ქმნიან ადამიანისთვის შესაფერის გარემოს ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. მართალია MEP-ის ინსტალაციები სამშენებლო ხარჯების დიდ ნაწილს იკავებენ (სამშენებლო პროექტის ბიუჯეტის 30%-ზე მეტს), თუმცა არსებობს გზები, რომლითაც შესაძლებელია შევამციროთ პროექტის ღირებულება, თან შევინარჩუნოთ ხარისხი.
ჭკვიანური გადაწყვეტით, ხარჯების შემცირებასთან ერთად, პროექტის ზოგიერთი ასპექტის გაუმჯობესებაც შესაძებელია. მაგალითად, ენერგიისა და წყლის მოხმარებას დიდწილად განსაზღვრავს საინჟინრო კომუნიკაციების სწორი პროექტირება/მონტაჟი. პროფესიონალურად შესრულებულ საქმეს შეუძლია ყოველწლიურად დაზოგოს ხარჯი კომუნალური გადასახადებიდან.
მოდით მოკლედ განვიხილოთ 5 ეფექტური გზა, რომელიც აგვაცილებს შენობებში MEP სისტემების ინსტალაციისას არასასურველ ხარჯებს:
რჩევა #1 – ჩართეთ კონტრაქტორები და მომწოდებლები თავიდანვე
პროექტის მიმდინარეობისას, მშენებლობის ეტაპზე მუდმივი ცვლილებები ცუდი კომუნიკაციის შედეგია. მაგალითად, თუ დანადგარების ნაწილების ზომები და ასევე ინსტალაციის მოთხოვნები არასწორად არის დაშვებული, მოგვიწევს ცვლილების შეტანა და ეს დროს და ფინანსებს საგრძნობლად გაზრდის. თავიდანვე ყველა მხარის სწორი ჩართულობა, აგვაცილებს მსგავს სიურპრიზებს.
მკაფიო კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაწყობი და მოდულური კონსტრუქციების გამოყენებისას. ამ შემთხვევაში, ასაწყობი MEP კომპონენტები შეიძლება შეიკრიბოს ადგილზე და შემდეგ ინტეგრირებული იყოს შენობის სტრუქტურაში.
რჩევა #2 –MEP სისტემების განლაგების ოპტიმიზაცია
სწორი MEP პროექტირებით მარტივია მონტაჟის პროცესში გაიგოთ რომელ სტრატეგიულ ადგილებში უნდა მოხდეს აღჭურვილობის განლაგება. ბევრი კომპონენტია და ზოგი მათგანი ხშირად მხედველობიდან იმალება. მაგალითად, ტიპიურ კომერციულ შენობაში იმდენი მილსადენი და საჰაერო არხებია კედლებისა და ჭერის მიღმა, ისინი ჩვეულებრივი თვალისთვის უხილავია. 2D დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფით, ყველა ამ სისტემის ეფექტური განლაგების პოვნა რთულია, თუნდაც გამოცდილი ინჟინრებისთვის. თუმცა, როდესაც დიზაინი გადაყვანილია 3D გარემოში, როგორიცაა მაგალითად Revit, MEP სისტემების განლაგების ოპტიმიზაცია უფრო მარტივია.
არაეფექტური MEP განლაგება იწვევს ორი სახის ხარჯს: მეტ მასალას და მეტ კვალიფიციურ შრომას. კონტრაქტორებისა და პროვაიდერების თავიდან ჩართვა (რჩევა #1) ეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. როდესაც MEP კომპონენტების ადგილმდებარეობა, ზომები და ინსტალაციის მოთხოვნები ნათელია, არქიტექტორებს და დიზაინერებს შეუძლიათ ფოკუსირება მოახდინონ ოპტიმალური განლაგების პოვნაზე. ეს პროცესი რთულდება, როდესაც ინფორმაცია ეტაპობრივად არის მოწოდებული და დიზაინი მრავალჯერ იცვლება.
რჩევა #3 – შეამცირეთ HVAC სისტემების დატვირთვა
ქვაბები, ჩილერები და სხვა ტიპის მასიური HVAC აღჭურვილობა წარმოადგენს ყველაზე ძვირადღირებულ MEP კომპონენტებს სამშენებლო პროექტებში. თუმცა, ამ ერთეულების ფასი დიდწილად განისაზღვრება მათი სიმძლავრით. არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ დიდი ზომის აღჭურვილობის ქონა კარგია და ის უკეთ მუშაობს, ვიდრე ჩვენი სივრცისთვის შესაბამისი ზომის დანადგარი. რეალურად თქვენ ხარჯავთ იმაზე მეტს, ვიდრე საჭიროა. გარდა ამისა, ეს აძვირებს დანადგარის შემდგომ მოვლასაც.
როდესაც შენობას აქვს ეფექტური თბოიზოლაცია, მცირდება HVAC სისტემის დატვირთვა და მოხმარებული ენერგიის რაოდენობა.
რჩევა #4 – დაგეგმეთ პროექტი ყურადღებით
თქვენ შეიძლება გქონდეთ საუკეთესო MEP პროექტი და გყავდეთ საუკეთესო ინჟინრები, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ მაინც ზედმეტს ხარჯავთ. მაგალითად, თუ პროექტის დაწყებისას ბევრი სამშენებლო აქტივობაა, კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობამ შეიძლება შეანელოს პროცესები და მოგიწიოთ გადაიხადოთ დამატებითი საათებისთვის. ადექვატური დაგეგმვით და მოლოდინების გააზრებით, შესაძლებელია ამ პრობლემის თავიდან არიდება.
ასევე არსებობს სეზონური ფაქტორები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ პროექტის დაგეგმვისას. მაგალითად, თუ თქვენ აპირებთ კონდიცირების სისტემის დაყენებას ზაფხულამდე, აქტიურ სეზონზე HVAC სისტემის ხელოსნები შეიძლება დაკავებულნი იყვნენ სხვა პროექტებზე და შეიქმნას მუშახელის დეფიციტი. მსგავსი პრობლემები რომ არ შეიქმნას, თანადარიგის წინასწარ დაჭერა სჯობს.
რჩევა #5 – ჩართეთ საინჟინრო კომუნიკაციის სპეციალისტები ყველა ეტაპზე
ასევე, სწორი იქნება საინჟინრო კომუნიკაციების სპეციალისტთან ურთიერთობა პროექტირების შემდეგ, უშუალოდ ინსტალაციის პერიოდშიც გაგრძელდეს. ამის შედეგად, ბევრად მარტივი და მოსახერხებელია პროცესების დაგეგმვა-განვითარება. ისინი არიან ექსპერტები პრობლემის დადგენაში და დროულად გამოსწორებაში. თქვენი პრიორიტეტების სიაში შესაბამისი MEP ინჟინრების დაქირავება პროექტის მთელი პროცესისთვის დაგეხმარებათ დროისა და ფინანსების ოპტიმიზაციაში.
საქმე პროფესიონალებს მიანდეთ – პროექტის ყველა ეტაპზე ,,ვერგეს“ მომსახურება, თქვენი შენობა-ნაგებობის ხარისხიან და საიმედო ფუნქციონირებას განაპირობებს.