ელექტრო განათების ისტორია მე-18-19 საუკუნიდან იწყება, როდესაც სანთლებისა და ნავთის ლამფების ფონზე, დარგის პიონერებმა ადრეული ექსპერიმენტები წამოიწყეს. მათ შორის იყვნენ სერ ჰამფრი დეივი და უორენ დე ლა რუ. ელექტრო ნათურის შესაქმნელად, მე-19 საუკუნის დასაწყისში მათ ჩაატარეს ექსპერიმენტები (რკალის ნათურები), თუმცა ეს ადრეული ელექტრო ნათურები არ იყო პრაქტიკული ფართო გამოყენებისთვის ენერგიის მაღალი მოხმარებისა და სხვა შეზღუდვების გამო.
1879 წელს, თომას ედისონს მიეწერება პრაქტიკული ინკანდესენტური ნათურის (კლასიკური, ვარვარის ნათურა) გამოგონება და ფართოდ დანერგვა. ეს იყო მნიშვნელოვანი წინსვლა ელექტრო განათებაში, რაც უზრუნველყოფდა გაზისა და ნავთის ნათურების უფრო ენერგოეფექტურ და ხანგრძლივ ალტერნატივას.
მე-20 საუკუნის დასაწყისში განვითარდა ფლუორესცენტური ნათურები, რომლებიც პოპულარული გახდა უფრო მაღალი ენერგოეფექტურობის გამო, ინკანდესენტურ ნათურებთან შედარებით. თანდათან ინკანდესენტური ნათურების ჩასანაცვლებლად, ფლუორესცენტური განათება ფართოდ დანერგეს კომერციულ და სამრეწველო გარემოში.
შუქდიოდები (LED) ნათურები 2000-იანი წლებიდან გამოჩნდა. ისინი წარმოადგენენ მთავარ მიღწევას ელექტრო განათებაში. მეტად ენერგოეფექტური, ხანგრძლივი სიცოცხლე და ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ფერებში – აღნიშნული ტიპის განათებამ ამ მახასიათებლების დამსახურებით, თანდათან მოიპოვა პოპულარობა. მწარმოებლებმა გააფართოვეს ფერების არჩევანი და შეამცირეს ფასი, რამაც მასობრივად მიიპყრო მყიდველების ყურადღება. LED განათება გახდა დომინანტური ტექნოლოგია, როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული განათებისთვის. LED განათების სახეობები დღეს ცვლიან სტანდარტულ სინათლის წყაროებს და გამოირჩევიან ეკომეგობრულობით.
ჭკვიანი განათების სისტემა 2010-იანი წლებიდან გამოჩნდა და მომხმარებლებს საშუალება აძლევს, განათება აკონტროლონ და კონფიგურაცია მოახდინონ მობილური აპლიკაციების ან ხმოვანი ბრძანებების საშუალებით. ახალმა ტექნოლოგიამ უამრავი შესაძლებლობა მოგვცა, მათ შორის შეგვიძლია ფერების ცვლილება, ჩვენს განრიგზე მორგება და ა.შ.
მოგზაურობა რკალის ნათურების ადრეული ექსპერიმენტებიდან დღემდე, ენერგოეფექტური LED განათების ფართო გამოყენებამდე, კარგად ასახავს ადამიანის მუდმივ ძალისხმევას გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად. ასევე, ამით განათების სისტემებზე მომხმარებლის კონტროლი გაძლიერდა და მეტი კომფორტი შექმნა.
განათების რევოლუცია
ნათურების გამოგონებამ მთლიანად შეცვალა ადამიანის ცხოვრების წესი, საშუალება მოგვცა, მეტი უხვი სინათლის წყარო გვქონდოდა ღამით და გაზრდილიყო სამუშაოს, სწავლის, გართობისა და სხვა აქტივობების დრო. ნათურების გამოგონებამ ხელი შეუწყო ტექნოლოგიურ პროგრესს და უამრავ ახალ წამოწყებას.
დღეს, სხვადასხვა ტიპის განათება გვაქვს, მათ შორის ინკანდესენტური, ფლუორესცენტური, ჰალოგენური, ქსენონის ნათურები, LED განათება და ა.შ. თითოეული მათგანს აქვს განსხვავებული მახასიათებლები, დადებითი და უარყოფითი მხარეები და შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა სცენარისთვის. მაგალითად, ინკანდესენტური ნათურები იაფია, მაგრამ ხანმოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვთ. რაც შეეხება LED ნათურებს აქვთ უფრო მაღალი ფასი, მაგრამ უფრო ხანგრძლივი ექსპლუატაცია და ენერგოეფექტურობა. მათ შეუძლიათ 4-7-ჯერ შეამცირონ ელექტროენერგიის ხარჯები ლუმინესცენტურ და ტრადიციულ წყაროებთან შედარებით და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.
განათების ტექნოლოგია განაგრძობს განვითარებას. სამომავლოდ, ნათურების დიზაინსა და წარმოებაში მეტი ყურადღება დაეთმობა მდგრადობასა და გარემოს დაცვას. ის უფრო ენერგოეფექტურ, ეკოლოგიურად სუფთა, ინტელექტუალურ და კომფორტულ მომავალს ეფუძნება.
თანამედროვე განათება და შენობები
თანამედროვე განათების მოწყობილობები საცხოვრებელთან ერთად, სხვადასხვა ტიპის შენობებისთვის, მათ შორის ოფისების, მაღაზიების, საწყობებისა თუ საწარმოებისთვის სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. განათებამ უნდა გაზარდოს პროდუქტიულობა, შეამციროს პერსონალის დაღლილობა და უზრუნველყოს სამუშაო პროცესის უსაფრთხოება. შესაბამისად, სამრეწველო შენობებისა და შიდა სამუშაო გარემოს განათების დიზაინი ექვემდებარება საიმედოობისა და ფუნქციონირების გაზრდილ მოთხოვნებს. დღეს უკვე არსებობს ტენდენცია და თანამედროვე განათების სისტემების მწარმოებლები ავითარებენ პროდუქტებს, რომლებიც ემსახურება მაგალითად წარმოების კონკრეტულ სფეროს. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებელს აირჩიოს სანათები კონკრეტული პროექტების ტექნიკური და ოპერატიული მოთხოვნების შესაბამისად.
დღეს, ფართოდ გამოიყენება LED გადაწყვეტილებები მრავალი მიზეზის გამო: ადაპტირებულია ნებისმიერ პირობებში და აქვს უსაფრთხოების მაღალი ზღვარი, საიმედოდ არის დაცული გარე დესტრუქციული ფაქტორებისგან, რაც ხელს უწყობს მათ ხანგრძლივ გამოყენებას. მაგალითად, განათების მოწყობილობების არჩევისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ის პირობები, რომლებშიც მათ მოუწევთ მუშაობა. საწარმოო პროცესის შემთხვევაში შეიძლება დაკავშირებული იყოს დიდი რაოდენობით მტვრის წარმოქმნასთან ან ტენიანობის გამოყოფასთან. მაღალი და დაბალი ტემპერატურის პირობებში ადაპტაციასთან, ასევე არ იმოქმედოს ვიბრაციამ მათი მუშაობის ხარისხზე და ა.შ.
უფრო მეტს სხვადასხვა ტიპის შენობებისთვის განათების სისტემების პროექტირებისა და მოწყობის შესახებ, შემდეგ ბლოგში მოგიყვებით.
ელექტრობის შესახებ საინტერესო სტატია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზეც.