ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება დიდ ოფისებში

ადამიანების დიდი ნაწილი კომერციულ შენობებსა და ოფისებში, ცხოვრების თითქმის ნახევარს ატარებს, ამიტომ უსაფრთხო, ჯანსაღი და მდგრადი სამუშაო გარემო უმნიშვნელოვანესია.

თუ მუშაობთ ან ფლობთ დიდ საოფისე ფართებს, ალბათ გაინტერესებთ როგორ უნდა მოხდეს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და საოპერაციო ხარჯების და გარემოზე ზემოქმედების შემცირება, ხოლო მოიჯარეებისა და თანამშრომლებისთვის შრომისთვის კომფორტული სივრცის შექმნა?

მსგავსი ადგილების დაპროექტებისას და მოწყობისას, არა მხოლოდ ვიზუალურ ნაწილზე უნდა ვიფიქროთ, არამედ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს ტექნიკურ მხარეს, საინჟინრო სისტემების ოპტიმიზაციას და სხვა დეტალებს.

 

HVAC ოპტიმიზაცია

თუ თქვენს საოფისე შენობაში უკვე არსებული გათბობა-გაგრილების სისტემა ზრდის ელექტრო ენერგიის გადასახადს, სათანადოდ არ ათბობს და აგრილებს, ან უცნაური ხმას გამოსცემს და სპეციფიური სუნი გაჩნდა, ალბათ დროა სისტემის განახლებაზე იფიქროთ.

დაამონტაჟეთ თანამედროვე მაღალეფექტური გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის (HVAC) სისტემები. ამის ბევრი ვარიანტი არსებობს: ქვაბები, თბური ტუმბოები, ელექტრო და გეოთერმული გათბობა. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააინსტალიროთ ჭკვიანი HVAC სისტემები.

სათანადოდ შერჩეული ტექნოლოგია გვიცავს როგორც ზაფხულის ცხელ პერიოდში ასევე ზამთრის ცივ თვეებში.

ასევე გაითვალისწინეთ, როდესაც შენობას აქვს ეფექტური თბოიზოლაცია, მცირდება HVAC სისტემის დატვირთვა და მოხმარებული ენერგიის რაოდენობა.

ზონირებული სისტემები: დაყავით ოფისი ზონებად ცალკე ტემპერატურის კონტროლით, რათა შეამციროთ ენერგიის მოხმარება ნაკლებად დატვირთულ ადგილებში.

LED განათება ოფისებში

შენობების ავტომატიზაციის სისტემები (BAS)- განათების, HVAC და სხვა სისტემების კონტროლის ცენტრალიზება დაგეხმარებათ ავტომატურად დაგეგმოთ და რეალურ დროში გაუწიოთ მონიტორინგი მათ მუშაობას.

 

გამოიყენეთ სწორი განათება

ინკანდესენტური ნათურები, ჰალოგენი და ფლუორესცენტური განათება ასხივებენ უფრო მეტ სითბოს ვიდრე LED-ები, რაც ქმნის არასასურველ სამუშაო გარემოს. ტრადიციულ ნათურებთან შედარებით, შუქდიოდები (LED) 90%-ით უფრო ენერგოეფექტურია, ხანგრძლივი სიცოცხლით და ფერთა ფართო არჩევანით გამოირჩევა.

შეამცირეთ ბუნებრივი განათება – მიუხედავად იმისა, რომ სასიამოვნოა მზის შუქი საოფისე სივრცეში, მას შეუძლია გაზარდოს ენერგიის გადასახადები ცხელ სეზონზე.

 

ტექნიკური მოვლა

ტექნიკური მოვლა

გააგრძელეთ ოფისის HVAC სისტემის ტექნიკური მოვლა – მათ შორის საჰაერო არხების გაწმენდა, ფილტრების შეცვლა, კონდენსატორის და ამაორთქლებელი რადიატორის შემოწმება, მაცივარაგენტის დონის მონიტორინგი და სხვა.

კომპანია ,,ვერგე” 5 წელზე მეტია, წარმატებით თანამშრომლობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებთან და სრულად აკმაყოფილებს საინჟინრო MEP ინდუსტრიის საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს. კომპანიის მომსახურება, თქვენი შენობა-ნაგებობის ხარისხიან და საიმედო ფუნქციონირებას განაპირობებს.

ჩვენს მომსახურებებს გაეცანით ამ ბმულზე.

Share
Share
Share
Share
Share

ბლოგი

Batumi Build

,,ვერგე“ მონაწილეობდა გამოფენაზე Batumi Build 2024

კომპანია ,,ვერგემ“ მონაწილეობდა მე-13 საერთაშორისო სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფენაზე ,,Batumi Build 2024’’. გამოფენა 6-8 დეკემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა. ჩვენმა გუნდმა დამსწრე საზოგადოებას

ფანკოილი – რა უპირატესობები აქვს სხვა სისტემებთან შედარებით?

(Fan coil) ფანკოილი  HVAC სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ის გამოიყენება საცხოვრებელ, კომერციულ და სამრეწველო შენობებში ჰაერის გათბობისა და გაგრილებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, აღნიშნული დანადგარი