,,ვერგემ“ რეგიონის წამყვან სამშენებლო გამოფენაზე HYC-ის პროდუქცია წარადგინა

კომპანია ,,ვერგემ” წარმატებით დაასრულა მონაწილეობა 30-ე ყოველწლიურ მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენაში – Caucasus Build 2025. 

ღონისძიება ექსპოჯორჯიაში გაიმართა 25-27 აპრილს. სტუმრებს ადგილზე გავაცანით ჩვენი პარტნიორი ბრენდის HYC-ის პროდუქცია (გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემები), გავუზიარეთ ინფორმაცია შესრულებულ პროექტებზე და ახალ პარტნიორულ ურთიერთობებზე გეგმებიც დავსახეთ. ასევე, გამოფენის სტუმრებმა ისარგებლეს ფასდაკლებებითა და სპეციალური შეთავაზებებით.

წლევანდელ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა 200-მდე ქართული თუ საერთაშორისო კომპანია.

შეგახსენებთ, რომ კომპანია ,,ვერგე“ 2023 წლიდან, HYC-ის ოფიციალური პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.  HYC მოღვაწეობს 25 წელზე მეტია როგორც ინდუსტრიული, ისე საყოფაცხოვრებო მიმართულებებით გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემების წარმოებაში და პროდუქციას მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. გაეცანით უფრო ვრცლად აქ.

გამოფენის შესახებ:

მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build, ექსპოჯორჯიას ყველაზე მასშტაბური, წამყვანი გამოფენაა, რომელსაც 28 წელია ეწყობა და რომლის მიზანიც სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. ამ ხნის მანძილზე ღონისძიება ჩამოყალიბდა, როგორც უნიკალური პლატფორმა, სადაც ადგილობრივ და უცხოურ მონაწილე კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, უშუალოდ გამოფენის ფარგლებში დაამყარონ სარფიანი პარტნიორული ურთიერთობები, გაეცნონ ბაზრის სიახლეებს, დაესწრონ საინტერესო თემატურ ღონისძიებებს, მიიღონ მონაწილეობა B2B შეხვედრებში, შეხვდენენ და ხმა მიაწვდინონ ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს და გააფართოვონ გაყიდვების გზები.

რეგიონის წამყვანი სამშენებლო გამოფენა მონაწილეებისა და სტუმრებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა აღმოაჩინონ ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც განსაზღვრავს კავკასიის რეგიონის სამშენებლო ინდუსტრიის მომავალს და გახსნან ახალი გზები მუდმივად განვითარებად სამშენებლო ბაზარზე.

Share
Share
Share
Share
Share

Blog

HVAC ტერმინოლოგია კომერციული პროექტებისთვის

HVAC სისტემების 30 ძირითადი ტერმინი ქართულად – გაიგე როგორ მუშაობს FCU, AHU, VRF და სხვა ტექნოლოგიები კომერციული პროექტებისთვის საქართველოში. ბლოგი განკუთვნილია ინჟინრებისთვის, არქიტექტორებისთვის, MEP კონსულტანტებისთვის

კასეტური ფანკოილები თანამედროვე შენობებში

,,ვერგე“ გთავაზობთ საუკეთესო HVAC გადაწყვეტილებებს. ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი ვარიანტი ჩვენს კატალოგში (პარტნიორი ბრენდის HYC-ის პროდუქცია) კასეტური ფანკოილია (FCU). თუ შენობაში გსურთ სივრცის ეკონომია და კომფორტი