არხული ფანკოილების მოვლა – ჩეკლისტი კომერციული შენობებისთვის

კომერციული შენობებისთვის, სადაც არხული ფანკოილებია დამონტაჟებული, მსგავსი სისტემის ოპტიმალურ მდგომარეობაში შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორი ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობას, დაბალ ხმაურს და HVAC სისტემის ხანგრძლივ ექსპლუატაციას.

ბლოგში მოყვანილია რეკომენდაციები, რაც მნიშვნელოვანია სამშენებლო პროექტების მენეჯერების, ინჟინრების და კომერციული შენობების მფლობელებისთვის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ამოცანების შესრულებისას, რათა შენარჩუნდეს გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემების სათანადო მუშაობა.

რატომ არის არხული ფანკოილი რეგულარული მოვლა მნიშვნელოვანი?

  • უზრუნველყოფს მაღალ ენერგოეფექტურობას და ამცირებს ოპერაციულ ხარჯებს.
  • ხელს უშლის მოულოდნელ დაზიანებებს და კომერციული HVAC სისტემების მუშაობის ავარიულად გაჩერებას.
  • უზრუნველყოფს სუფთა ჰაერის ხარისხს.
  • იცავს ძვირადღირებულ მოწყობილობებს, როგორიცაა თბომცვლელები, ვენტილატორები და ფილტრები.

    ბრენდ HYC-ის არხული ფანკოილი

ოველთვიური ტექნიკური მომსახურების ამოცანები:

  1. ჰაერის ფილტრის შემოწმება და გაწმენდა
  • მოაშორეთ მტვერი და ჭუჭყი ალუმინის ან ბადის ფილტრებიდან.
  • დაზიანების შემთხვევაში შეცვალეთ. სუფთა ფილტრები აუმჯობესებს ჰაერის ნაკადს და ზრდის ენერგოეფექტურობას.
  1. ვენტილატორის და ძრავის მუშაობის შემოწმება
  • დარწმუნდით, რომ ვენტილატორები მუშაობენ შეუფერხებლად, ვიბრაციისა და ზედმეტი ხმაურის გარეშე.
  • შეამოწმეთ ვენტილატორის ფრთები, საყრდენების და ძრავის სამაგრები.
  1. აგრეგატის ვიზუალური შემოწმება
  • შეამოწმეთ გაჟონვა, კოროზია ან ცვეთის ნიშნები არხებსა და პანელებზე.
არხული ფანკოილების მოვლა

ვარტალური ტექნიკური მომსახურების ამოცანები:

  1. თბომცვლელის და ქოილის გაწმენდა
  • შეამოწმეთ გადახრილი ფრთები და საჭიროების შემთხვევაში გაასწორეთ.
  1. დრენაჟის დაფის შემოწმება და გაწმენდა
  • შეამოწმეთ ხომ არ არის წყალი დაგროვილი, რათა თავიდან აიცილოთ სოკო და კოროზია.
  • შეამოწმეთ, რამდენად გამტარუნარიანია სადრენაჟე მილები
  1. ელექტროკავშირების შემოწმება
    • შეამოწმეთ მათზე ცვეთის ან გადახურების ნიშნები.

ლიური ტექნიკური მომსახურების ამოცანები

  1. ESP / სტატიკური წნევის შემოწმება
  • სწორი ჰაერის ნაკადისა და დაბალანსებული წნევის უზრუნველყოფა ოპტიმალური მუშაობისთვის
  1. მთლიანი არხოვანი სისტემის შემოწმება
  • შეამოწმეთ გაჟონვებზე, იზოლაციის დაზიანებებსა და ასევე შეერთების ადგილებზე ხომ არ არის ხარვეზი.
  • დაადასტურეთ ვენტილაციის სისტემის ეფექტიანობა.
  1. ენერგოეფექტურობისა და ჰაერის ნაკადის შემოწმება
  • შეადარეთ ვენტილატორის სიჩქარე, ჰაერის ნაკადი და სისტემის სიმძლავრე მწარმოებლის სპეციფიკაციებს.
  • საჭიროებისამებრ დაარეგულირეთ სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით.

 

კომერციულ სივრცეებში

ჩევები ენერგოეფექტური მუშაობისთვის

  • გამოიყენეთ ცვლადი სიჩქარის ვენტილატორის პარამეტრები (სამსიჩქარიანი ვენტილატორი) შენობის დატვირთვიდან გამომდინარე.
  • ინტეგრაცია შენობის მართვის სისტემასთან (BMS) რეალურ დროში მონიტორინგისთვის.
  • ჩაატარეთ სეზონური შემოწმებები, სანამ გათბობისა და გაგრილების მაჩვენებელი პიკს მიაღწევს.
  • ბლოკის და ფილტრების სისუფთავე ენერგიის მოხმარების შესამცირებლა

ატომ უნდა აირჩიოთ Verge არხული ფანკოილის მომსახურებისთვის საქართველოში

არხული ფანკოილი
  • პროფესიონალური მიდგომები HVAC სისტემებში, მათ შორის არხული ფანკოილის მიმართულებით. ენერგოეფექტური მოწყობილობები, მრავალრიგიანი სპილენძის/ალუმინის ბლოკები (coils) და
  • B2B ფოკუსირებული მომსახურება: კომერციული ობიექტების მენეჯერები იღებენ მათზე მორგებულ ტექნიკური მომსახურების გეგმებს.
  • ლოკალური მხარდაჭერა: სწრაფი რეაგირება, ტექნიკური კონსულტაცია და ენერგოეფექტურობის რეკომენდაციები.

დაუკავშირდით Verge-ს დღესვე კონსულტაციის მისაღებად.

ჩამოტვირთვადი მოვლის ჩეკლისტი

ამოცანა სიხშირე პასუხისმგებელი პირი შენიშვნები
ჰაერის ფილტრის გაწმენდა ყოველთვიურად ობიექტის პერსონალი შეცვალეთ დაზიანების შემთხვევაში
ვენტილატორის შემოწმება ყოველთვიურად ტექნიკოსი შეამოწმეთ ვიბრაცია/ხმაური
ქოილის გაწმენდა კვარტალურად ტექნიკოსი გაასწორეთ ფრთები საჭიროებისამებრ
დრენაჟის დაფის გაწმენდა კვარტალურად ტექნიკოსი შეამოწმეთ მილები
ESP შემოწმება წელიწადში ერთხელ ტექნიკოსი შეამოწმეთ ჰაერის ნაკადი და წნევა
მთლიანი არხების შემოწმება წელიწადში ერთხელ ტექნიკოსი შეამოწმეთ დაზიანებები, კოროზია

 

Share
Share
Share
Share
Share

Blog

HVAC რეკომენდაციები საქართველოში სასტუმროებისთვის, ოფისებისთვის და სავაჭრო ცენტრებისთვის

🧭 შესავალი სწორი HVAC სისტემის შერჩევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომერციული შენობის გრძელვადიანი კომფორტისთვის, ენერგოეფექტიანობისთვის და წარმატებული ოპერირებისთვის. მართავთ სასტუმროს ბათუმში, აახლებთ ოფისებს თბილისში თუ ხსნით

HVAC ტერმინოლოგია კომერციული პროექტებისთვის

HVAC სისტემების 30 ძირითადი ტერმინი ქართულად – გაიგე როგორ მუშაობს FCU, AHU, VRF და სხვა ტექნოლოგიები კომერციული პროექტებისთვის საქართველოში. ბლოგი განკუთვნილია ინჟინრებისთვის, არქიტექტორებისთვის, MEP კონსულტანტებისთვის