ჩილერი – საუკეთესო გადაწყვეტა შიდა სივრცის გაგრილებისთვის

 ჩილერი (“Chiller”) შენობაში სივრცის გაგრილებისთვის შექმნილი მაცივარ-დანადგარია. ის არის HVAC სისტემების მნიშვნელოვანი ნაწილი. მისი დახმარებით, შეგვიძლია შევქმნათ სასურველი კლიმატი შიდა სივრცეში.

ხრახნული ჩილერი ჰაერის გაგრილებით
ხრახნული ჩილერი ჰაერის გაგრილებით

დღეს ეს მოწყობილობა ფართოდ გამოიყენება საწარმოებში, საოფისე შენობებში, საცხოვრებელ სახლებში, სასტუმროებში, რესტორნებში, კლინიკებსა და სხვა უამრავი დანიშნულების შენობაში.

ის გამოიყენება მაგალითად კონდიცირების სისტემებში ჰაერის ტემპერატურის შესამცირებლად ან გასაზრდელად.

ხრახნული ჩილერი ჰაერის გაგრილებით
ხრახნული ჩილერი წყლის გაგრილებით

ჩილერებს გააჩნიათ სიმძლავრის დიდი დიაპაზონი – რამდენიმე ერთეულიდან რამდენიმე ათას კილოვატამდე. ისინი განსხვავდებიან კონსტრუქციით (ჩასამონტაჟებელი და გამოსატანი კონდენსატორები), კონდესატორის გაცივების მეთოდით (ჰაერით ან წყლით), მიერთების სქემით და სხვა. ჩილერის ზოგიერთ მოდელს შეუძლია მუშაობა თბური ტუმბოს რეჟიმშიც, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ როგორც ცივი, ასევე ცხელი წყალი.

დღეს უკვე იწარმოება ახალი თაობის ჩილერები მაგალითად მოდალური, მაგნიტური ტიპის და ასევე ხრახნული კომპრესორებით, რომლებიც აღჭურვილია მიკროპროცესორული სისტემებით და ამარტივებს მოწყობილობის მონტაჟს, ჩართვას და ექსპლუატაციას.

ყველა დანადგარს აქვს თავის ექსპლუატაციის პირობები და წესები, მათ სწორად შეძენა/დანერგვასა და გამოყენებაში კომპანია ,,ვერგეს“ სპეციალისტები დაგეხმარებიან.

მოდალური ჩილერი ჰაერის გაგრილებით
მოდალური ჩილერი ჰაერის გაგრილებით

 

რატომ უნდა ავირჩიოთ ჩილერი:

➡️ ენერგოეფექტურობა:

აღნიშნულ სისტემებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ენერგიის დაზოგვაში, გაგრილების სხვა მეთოდებთან შედარებით. ეს შეიძლება მოხდეს წყლის ეფექტურად გაგრილებით და

ტემპერატურის მუდმივი კონტროლის შენარჩუნებით.

➡️ ტემპერატურის კონტროლი:

ისინი უზრუნველყოფენ შიდა ტემპერატურის ზუსტ კონტროლს, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ გარემოს.

➡️ მასშტაბურობა:

ჩილერის სისტემების მასშტაბირება შესაძლებელია სხვადასხვა ზომის ობიექტების გაგრილების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

წყალზე მომუშავე სპირალური ტიპის ჩილერი და თბური ტუმბო
წყალზე მომუშავე სპირალური ტიპის ჩილერი და თბური ტუმბო

➡️ ხანგრძლივობა:

სწორად მოვლილ და შენახულ სისტემას შეიძლება ჰქონდეს ხანგრძლივი მომსახურების ვადა.

➡️ გარემოსდაცვითი კეთილგანწყობა:

წყალზე მომუშავე სპირალური ტიპის ჩილერი და თბური ტუმბოთანამედროვე ჩილერები ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის.

როგორც აღვნიშნეთ, ჩილერის კონდიცირების სისტემები ჭკვიანი გადაწყვეტაა შიდა ოპტიმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად კომერციულ და სამრეწველო პირობებში. საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს ეკონომიურ, საიმედო და მდგრად გაგრილების გადაწყვეტას.

ჩვენთან შეგიძლიათ შეარჩიოთ ბრენდ HYC-ის პროდუქცია: მოდალური ჩილერი ჰაერის გაგრილებით, წყალზე მომუშავე სპირალური ტიპის ჩილერი და თბური ტუმბო, ხრახნული ჩილერი ჰაერის გაგრილებით, ხრახნული ჩილერი წყლის გაგრილებით და სხვა. პროდუქციის მახასიათებლები და უპირატესობები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ შპს ,,ვერგე“ 2023 წლიდან, HYC-ის ოფიციალური პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

Share
Share
Share
Share
Share

ბლოგი

როგორ შევამციროთ ენერგომოხმარების ხარჯები სასტუმროებში თანამედროვე HVAC სისტემების გამოყენებით

ენერგომოხმარების ხარჯები ერთ-ერთი ყველაზე დიდი საოპერაციო დანახარჯია სასტუმროებისთვის საქართველოში. 24/7 რეჟიმში მომუშავე სასტუმროებში გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის სისტემები ხშირად შეადგენს საერთო ელექტროენერგიის მოხმარების 40–60%-ს, განსაკუთრებით

გათბობა-გაგრილება სასტუმროსთვის

50-ნომრიანი სასტუმროს HVAC დიზაინის მაგალითი საქართველოში

როგორი შეიძლება იყოს HVAC კონცეფცია 50-ნომრიანი (საშუალო ზომის) სასტუმროსთვის საქართველოში? ტექსტში განხილულია, რა ფორმატით ხდება დაგეგმვა და შერჩევა HVAC სისტემების ასეთი ტიპის ობიექტებისთვის, რა კრიტერიუმებია