,,ვერგე“ მონაწილეობდა Batumi Build 2024-ზე

კომპანია ,,ვერგემ“ მონაწილეობდა მე-13 საერთაშორისო სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფენაზე ,,Batumi Build 2024’’.

გამოფენა 6-8 დეკემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა.

ჩვენმა გუნდმა დამსწრე საზოგადოებას ბრენდ HYC-ის პროდუქცია წარუდგინა. ვიზიტორებს ადგილზე შეეძლოთ გაცნობოდნენ აღნიშნული ბრენდის წარმოებულ გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემების (HVAC).

შეგახსენებთ, რომ HYC მოღვაწეობს 25 წელზე მეტია როგორც ინდუსტრიული, ისე საყოფაცხოვრებო მიმართულებებით გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემების წარმოებაში და პროდუქციას მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. შპს ,,ვერგე“ 2023 წლიდან, HYC-ის ოფიციალური პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. გაეცანით უფრო ვრცლად აქ.

გამოფენა ,,Batumi Build “-ის მიზანი სამშენებლო ინდუსტრიაში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანებას წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს კომპანიების და ვიზიტორების გაცნობას, ბიზნეს კონტარების მოძიებასა და შემდგომში საქმიანი ურთიერთობების გაგრძელებას.

გამოფენის ფარგლებში, ექსპო ბათუმისა და ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სამშენებლო სფეროს წამყვანი კომპანიების B2B შეხვედრებიც გაიმართა. აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავდა ბიზნეს პარტნიორობის გაღრმავებას და თანამშრომლობის ხელშეწყობას.

“Batumi Build 2024”-ზე მონაწილეობდა 80-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.

კომპანია ,,ვერგესთვის“ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა საინტერესო გამოცდილება იყო. გავეცანით სფეროს სიახლეებს და შევიძინეთ ახალი კონტაქტები, რაც აისახება კომპანიის სამომავლო საქმიანობაში.

Share
Share
Share
Share
Share

ბლოგი

როგორ შევარჩიოთ ფანკოილი

როგორ შევარჩიოთ ფანკოილი (FCU) ?

კომერციული და ინდუსტრიული HVAC სისტემებში ფანკოილი (Fan Coil Unit — FCU) მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუ აგრეგატს სწორად შევარჩევთ, უზრუნველყოფს კომფორტულ გათბობა-გაგრილებას, გავლენას მოახდენს და შეამცირებს

mep პროექტირება მაღალსართულიან შენობებეში

MEP სისტემების პროექტირება მრავალსართულიან შენობებში

როგორ დავგეგმოთ ეფექტურად MEP სისტემები მრავალსართულიანი შენობებისთვის? რათა შევქმნათ ეფექტური, უსაფრთხო და მდგრადი გარემო, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი? მრავალსართულიანი შენობები