,,ვერგე“ მონაწილეობდა Batumi Build 2024-ზე

კომპანია ,,ვერგემ“ მონაწილეობდა მე-13 საერთაშორისო სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფენაზე ,,Batumi Build 2024’’.

გამოფენა 6-8 დეკემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა.

ჩვენმა გუნდმა დამსწრე საზოგადოებას ბრენდ HYC-ის პროდუქცია წარუდგინა. ვიზიტორებს ადგილზე შეეძლოთ გაცნობოდნენ აღნიშნული ბრენდის წარმოებულ გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემების (HVAC).

შეგახსენებთ, რომ HYC მოღვაწეობს 25 წელზე მეტია როგორც ინდუსტრიული, ისე საყოფაცხოვრებო მიმართულებებით გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემების წარმოებაში და პროდუქციას მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. შპს ,,ვერგე“ 2023 წლიდან, HYC-ის ოფიციალური პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. გაეცანით უფრო ვრცლად აქ.

გამოფენა ,,Batumi Build “-ის მიზანი სამშენებლო ინდუსტრიაში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანებას წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს კომპანიების და ვიზიტორების გაცნობას, ბიზნეს კონტარების მოძიებასა და შემდგომში საქმიანი ურთიერთობების გაგრძელებას.

გამოფენის ფარგლებში, ექსპო ბათუმისა და ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სამშენებლო სფეროს წამყვანი კომპანიების B2B შეხვედრებიც გაიმართა. აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავდა ბიზნეს პარტნიორობის გაღრმავებას და თანამშრომლობის ხელშეწყობას.

“Batumi Build 2024”-ზე მონაწილეობდა 80-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.

კომპანია ,,ვერგესთვის“ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა საინტერესო გამოცდილება იყო. გავეცანით სფეროს სიახლეებს და შევიძინეთ ახალი კონტაქტები, რაც აისახება კომპანიის სამომავლო საქმიანობაში.

Share
Share
Share
Share
Share

ბლოგი

HVAC რეკომენდაციები საქართველოში სასტუმროებისთვის, ოფისებისთვის და სავაჭრო ცენტრებისთვის

🧭 შესავალი სწორი HVAC სისტემის შერჩევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომერციული შენობის გრძელვადიანი კომფორტისთვის, ენერგოეფექტიანობისთვის და წარმატებული ოპერირებისთვის. მართავთ სასტუმროს ბათუმში, აახლებთ ოფისებს თბილისში თუ ხსნით

HVAC ტერმინოლოგია კომერციული პროექტებისთვის

HVAC სისტემების 30 ძირითადი ტერმინი ქართულად – გაიგე როგორ მუშაობს FCU, AHU, VRF და სხვა ტექნოლოგიები კომერციული პროექტებისთვის საქართველოში. ბლოგი განკუთვნილია ინჟინრებისთვის, არქიტექტორებისთვის, MEP კონსულტანტებისთვის