ჩვენ შესახებ

MEP სისტემები: კონსულტაცია, პროექტირება, ინსტალაცია და სერვისი

კომპანია ,,ვერგე“ საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ბიზნეს სექტორს და კერძო პირებს უმაღლესი ხარისხის საინჟინრო (MEP) სისტემების სრულ მომსახურებას სთავაზობს.

კომპანია ახორციელებს მექანიკურ, ელექტრო და სანტექნიკის ინჟინერიას. ეს არის სამი სახის ტექნიკური სისტემა, რომელიც ნებისმიერ შენობას ადამიანისთვის ადაპტირებად გარემოდ აქცევს. ,,ვერგე“ უზრუნველყოფს MEP სისტემის სრულ მომსახურებას – კონსულტაციას, პროექტირებას, ინსტალაციას და სერვისს.

Valves, cables and piping
pipe
Electrical supplies shot
air ventilation
ინოვაციების კვალდაკვალ

თანამედროვე საინჟირო სტანდარტები

კომპანია დაარსდა 2019 წელს. დაარსების დღიდან ორიენტირებულია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე, რასაც აღწევს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ინჟინრების გუნდით, უსაფრთხოების ზომების ზედმიწევნითი დაცვით, დროული ინსტალაციით, საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილებით, დამკვეთის ინდივიდუალური სურვილების გათვალისწინებითა და თანამედროვე ინჟინერიის სტანდარტებზე მუშაობით.

,,ვერგე“ მუდმივ ზრდა-განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელმაც უკვე განახორციელა ასზე მეტი წარმატებული პროექტი.

პროფესიონალიზმი, მაქსიმალური ჩართულობა პროექტირების ყველა ეტაპზე და ოპერატიული რეაგირება, განსაზღვრავს კომპანიის იმიჯს - ის საინჟინრო საქმიანობაში.

,,ვერგეს“ ირჩევენ და ახასიათებენ, როგორც საქართველოში სანდო ბრენდ-კომპანიას MEP სისტემების თანამედროვე სტანდარტებით.

შეფასებები და რეკომენდაციები

კომპანია ,,ვერგემ“ მოიპოვა უპირობა ნდობა მრავალი ქართული და უცხოური კომპანიის.

York Towers LLC greatly appreciated the professionalism you displayed and responsiveness to our requests. This allowed for your scope of work to be completed within our schedules and budgets. And most importantly the finished product met our expectations.

York Towers LLC

საპროექტო სამუშაოები შესრულებულია მაღალკვალიფიციურ დონეზე და სტანდარტების სრული დაკმაყოფლებით

შპს გრინტეკი

ორგანიზაციის მუშაობის განსხვავებული რიტმისა და სპეციფიკის პირობებში კომპანიის გამოცდილმა ჯგუფმა შეძლო თანამედროვე ტექნიკური მეთოდების და საშუალებების გამოყენებით, მაღალ დონეზე შეესრულებინა გათბობა-გაგრილების, სავენტილაციო და სადრენაჟო სისტემების, საკმაოდ რთული სამუშაოები.

სს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია

,,ვერგე' ასრულებს ყველა სამუშაოს გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში და ბიუჯეტში, მაღალი ხარისხითა და ეფექტურობით. ორგანიზაცია დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით.

შპს BWC

კომპანია მომსახურებისთვის გვთავაზობს გონივრულ ფასებს, ხოლო სამუშაოს ასრულებს ტექნიკური დავალებისა და საქართველოში არსებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

შპს ჯი ემ თი სასტუმროები

ჩვენი გუნდი

,,ვერგე“ შედგება მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ინჟინრებისგან.

გიორგი ჭინჭარაული

დამფუძნებელი

მამუკა ჯახაია

მთავარი ინჟინერი

გურამ თუმანიშვილი

პროექტების დირექტორი

ჯემალ მჭედლიშვილი

გათბობა-გაგრილების მიმართულების ხელმძღვანელი

გიორგი მაჩიტაძე

ვენტილაციის მიმართულების ხელმძღვანელი

კობა ზაქროშვილი

ხანძარქობის მიმართულების ხელმძღვანელი

ჩვენი პარტნიორები

,,ვერგეს“ მრავალ ქართულ და უცხოურ წარმატებულ კომპანიასთან მკაფიო კომუნიკაციაზე, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა აკავშირებს.